ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ლვოვის ბრძოლა
პოლონეთ - ოსმალეთის ომის ნაწილი

ბრძოლა თურქული დროშისთვის, იოზეფ ბრანდტი.
თარიღი 24 აგვისტო, 1675
მდებარეობა ლვოვი, დღევანდელი უკრაინის ტერიტორია
შედეგი პოლონეთ-ლიტვის ტანამეგობრობის გამარჯვება
მხარეები
ოსმალეთის იმპერია პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა
მეთაურები
იბრაჰიმ შიშმანი იან III სობესკი
ძალები
20000[1] ~6,000[1]
  • 2000 კავალერისტი
  • 4000 ქვეითი
დანაკარგები
უცნობია უცნობია
ლვოვის ბრძოლა ვიკისაწყობში

ლვოვის ბრძოლა ან ლესიენიცის ბრძოლა 一 დაპირისპირება პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობისა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებს შორის, რომელიც გაიმართა ქალაქი ლვოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1675 წლის 24 აგვისტოს.

1675 წლის ზაფხულში ოსმალთა ჯარებმა, იბრაჰიმ შიშმანის მეთაურობით, გადალახეს პოლონეთის საზღვარი პოდოლიაში და დაიწყეს სწრაფი ლაშქრობა ლვოვისკენ, დნესტრის ნაპირების გასწვრივ.[1] ოსმალთა არმია ითვლიდა დაახლოებით 20000 ჯარისკაცს ითვლიდა და შედგებოდა ქვეითთა და კავალერისტთა რჩეული რაზმებით, რომელთა დიდ ნაწილსაც ყირიმელი თათრები შეადგენდნენ. პოლონეთის მეფემ, იან III სობესკიმ გადაწყვიტა საკუთარი ჯარების ლვოვსა და მის გარშემო კონცენტრირება.[1] ბრძოლისთვის მზადყოფნას პოლონელებმა მაშინ მიაღწიეს, როცა დამხმარე ძალთა რაზმები შეუერთდნენ. როდესაც ოსმალთა სარდალს ამის შესახებ აცნობეს, მან უმალვე დაძრა თავისი ჯარი ლვოვისკენ.[1]

სობესკიმ გადაწყვიტა საკუთარი არმიის სამ ნაწილად დაყოფა. 180 ქვეითი ჯარისკაცი, 200 მსუბუქი კავალერია და რამდენიმე ქვემეხი განთავსდა ლვოვისკენ მიმავალი ხევების აღმოსავლეთ ნაწილში. მძიმე კავალერისტთა უმეტესობა განლაგებული იყო გზაზე, ხეობების პირდაპირ და დაბლობების უკან. სობესკის ძალების მარცხენა ფლანგს იცავდა სოფელ ზბოისკაში განლაგებული 200 ჰუსარი, ხოლო ჯარის დარჩენილი ნაწილი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში იყვნენ გადანაწილებულნი იმ შემთხვევისთვის, რომ ოსმალთა სხვა მხრიდან შემოტევის შემთხვევაში შეტევა მოეგერიებინათ. დარჩენილ ე.წ. მოძრავ გალავნებს და სხვა ჯარისკაცებს უბრძანეს, დაჯგუფებულიყვნენ ვაკის მიმდებარე ბორცვზე. მათ გამოიყენეს ჰუსართა სათადარიგო შუბები იმ წარმოდგენის შესაქმნელად, რომ პოლონელთა ჯარის რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

ბრძოლა და შედეგი

რედაქტირება

ოსმალები მიიწევდნენ საბრძოლო მარშრუტისკენ ზუსტად ისე, როგორც ეს სობესკიმ განსაზღვრა. იბრაჰიმ შიშმანმა, რომელიც დარწმუნებული იყო იმაში, რომ ბორცვზე მდებარე ტყეში მტრის დიდი ჯარი დაბანაკებულიყო, უბრძანა საკუთარ ცხენოსანთა ჯგუფს, გზაზე ერთ-ერთი ხევის გავლით მიეღწიათ. ისინი შეაჩერეს პოლონელმა ქვეითებმა, ხოლო შემდეგში მსუბუქი კავალერიის კონტრშეტევა დაიწყო, რამაც თურქები უკან დახია. ამავდროულად, სობესკიმ უბრძანა ყველა ქალაქის ყოველ წერტილში განლაგებულ ბატალიონს, შეერთებოდა გზის გასწვრივ განლაგებულ მთავარ ძალებს.

ჰუსართა 1700-კაციან რაზმს შეუერთდა ლიტველთა მსუბუქი კავალერიის სამი ქვედანაყოფი, მიხაილ კაზიმირ რაძილის მეთაურობით. სობესკიმ უბრძანა ცხენოსანთა არმიას, ხეობის დასავლეთ ნაწილისკენ დაძრილიყვნენ. ხევი შედარებით ვიწრო იყო, თუმცა ოსმალებმა მაინც ვერ შეძლეს შემაგრება აქ მომხდარი შეტაკებისას. პოლონელთა თავდასხმებმა, სობესკის მეთაურობით, თურქულ არმიაზე დაღამებამდე გასტანა.[1]

სობესკი ათავისუფლებს პოლონურ მიწებს ოსმალთაგან და, მალე, ის მიემგზავრება კრაკოვში კორონაციისთვის.[1] აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შესახებ აღნიშნულია თავად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში არსებულ მონუმენტზე 一 უცნობი ჯარისკაცის საფლავი 一 წარწერით: "LWOW 24 VIII 1675".

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Winged Hussars, Radoslaw Sikora, Bartosz Musialowicz, BUM Magazine, 2016.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Tucker, S.C., 2010, A Global Chronology of Conflict, Vol. Two, Santa Barbara:CLIO, LLC, ISBN 9781851096671
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლვოვის_ბრძოლა“-დან