ალექსანდრე (ლექსო) ქავთარაძე (ცნობილი სასცენო სახელით ლექს-სენი; დ. 18 ივლისი, 1981, თბილისი) — ქართველი რეპერი.

ლექს-სენი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალექსანდრე ქავთარაძე
აგრეთვე ცნობილი როგორც ლექს-სენი
დაბ. თარიღი 18 ივლისი, 1981 (1981-07-18) (43 წლის), თბილისი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი რეპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლექსო ქავთარაძე 1981 წლის 18 ივლისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-4 ქართულ გიმნაზიაში. სწავლის პარალელურად ლექსო გატაცებული იყო მუსიკით: რეპით, ჰიპ-ჰოპით. სკოლის დასრულების შემდეგ, 1998 წელს, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე განაგრძო.

შემოქმედება

რედაქტირება

ლექს-სენმა პირველი სიმღერა სტუდენტობისას დაწერა, რომლის პრემიერაც სტუდენტურ დღეებზე გაიმართა. 2001 წელს მისი პირველი ჰიტი „არ თქვა უარი“ გამოვიდა. ამას მოჰყვა ჰიტები: „გაბედულად“, „მინდოდა გამეგო“ და ა.შ. 2002–2005 წლებში ლექსო სტუდია „მაესტროსთან“ თანამშრომლობდა. ამ პერიოდში შეიქმნა ჰიტები: „ხელები მაღლა“, „გაიგე“, „მისაბაძი კაცი“. 2006 წელს კი, მომღერალმა მსმენელს ახალი ჰიტები: „პატრიოტები“, „კოკოითი ფენდარასტ“, „არ იფიქრო“, „თქმა არ შემიძლია“ აჩუქა.[1].

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • „ლექსს არ ვყიდი“
  • „სდექ“
  • „ამტანი“
  • „ჩემი ოქრო“
  • „დაინახე“
  • „შენი ჯერია“
  • „სიგნალი“

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2010 წელს ლექს-სენი პროფესიით იურისტზე, უკრაინელ ტატიანა ბურლიაიზე დაქორწინდა[2].