ლესი (ინგლ. Lassie) — 2005 წლის ბრიტანულ-ამერიკულ-ფრანგულ-ირლანდიური სათავგადასავლო დრამატული ფილმი, რომელიც ეფუძნება ერიკ ნაიტის 1940 წლის რომანს „ლესი ბრუნდება“. იგი აღწერს ჯო კერაკლაფის და მისი გრძელბალნიანი კოლის, ლესის მეგობრობას. ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერია ჩარლზ სტერიჯი, მწარმოებელი კომპანია კი – Samuel Goldwyn Films. პერსონაჟებს განასახიერებენ ჯონათან მეისონი, პიტერ ო'ტული, სამანთა მორტონი, ჯონ ლინჩი, პიტერ დინკლიჯი და ედვარდ ფოქსი. ფილმის პრემიერა ბრიტანეთში 2005 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. გადაღება მიმდინარეობდა შოტლანდიაში, ირლანდიაში და მენის კუნძულზე. კრიტიკოსებმა იგი ძირითადად დადებითად შეაფასეს, მაგრამ საერთო შემოსავალი მცირე იყო.

„ლესი“
რეჟისორი ჩარლზ სტერიჯი
პროდიუსერი ჩარლზ სტერიჯი
ედ გინი
ფრანჩესკა ბარა
სცენარის ავტორი ჩარლზ სტერიჯი
ერიკ ნაიტი
ეფუძნება ლესი ბრუნდება
ერიკ ნაიტი
როლებში ჯონათან მეისონი
პიტერ ო'ტული
სამანთა მორტონი
ჯონ ლინჩი
პიტერ დინკლიჯი
ედვარდ ფოქსი
მუსიკა ედრიან ჯონსტონი
ოპერატორი ჰოვარდ ეთერტონი
მონტაჟი პიტერ კოლსონი
ადამ გრინი
სტუდია Samuel Goldwyn Films
Odyssey Entertainment
Classic Media
დისტრიბუტორი Roadside Attractions
გამოსვლის თარიღი
  • 16 დეკემბერი, 2005 (2005-12-16)
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
საფრანგეთი
ირლანდია
ენა ინგლისური
შემოსავალი 6.4 მილიონი აშშ დოლარი [1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება