ლესია უკრაინკას ქუჩა
ლესია უკრაინკას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); შოთა რუსთაველის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც გიმნაზიის შესახვევი (სახელწოდება უკავშირდება თბილისის კლასიკურ გიმნაზიას), 1923 წელს მაქსიმ გორკის სახელი დაერქვა, შემდეგ — სახ-კომსაბჭოს ქუჩა (ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე). 50-იანი წლებიდან ლესია უკრაინკას სახელი ჰქვია. ლესია უკრაინკა თბილისში პირველად 1903 წელს ჩამოვიდა და ამ ქუჩის მახლობლად ცხოვრობდა.
ლესია უკრაინკას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | მთაწმინდა |
წინა სახელები | გიმნაზიის შესახვევი, მაქსიმ გორკის ქუჩა, სახ-კომსაბჭოს ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 105, ISBN 978-99928-20-35-3.