ლეო ვარდიაშვილი (დ. 1983, თბილისი) — დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მწერალი.

1995 წლიდან ცხოვრობს ლონდონში, იქვე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას დედოფალ მერის უნივერსიტეტში. 2024 წელს გამოაქვეყნა ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ინგლისურენოვანი სადებიუტო რომანი „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ (Hard by a Great Forest), რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ევროპასა და აშშ-ში და არაერთ ენაზე (მ. შ. ქართულად) ითარგმნა.[1]