ლეონიდების დინასტია
ლეონიდების დინასტია ან თრაკიული დინასტია — ბიზანტიის იმპერატორების დინასტია, მეფობდნენ 457-518 წლებში. დინასტიის წარმომადგენლები ასევე მართავდნენ დასავლეთ რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილს 474-480 წლებში. დინასტიის დამაარსებელია ლეონ I, რომელიც ხელისუფლებაში გავლენიანი მხედართმთავრების ხელშეწყობით მოვიდა. დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ანასტასიოს I, რომელიც შვილების გარეშე გარდაიცვალა და არც მემკვიდრე დაუსახელებია, რის გამოც დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
იმპერატორები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება