ლეონარდ ზაგურსკი
ლეონარდ პეტრეს ძე ზაგურსკი (რუს. Леона́рд Петро́вич Загу́рский; დ. 6 ნოემბერი, 1827, ბაკშინო, ვოლინის გუბერნია, — გ. 24 აპრილი, 1891, თბილისი) — რუსი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიისმცოდნე, პედაგოგი, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილი წევრი (1851-იდან) და მისი კავკასიის განყოფილების საქმეთა მმართველი (1876-იდან).
ლეონარდ ზაგურსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 (18) ნოემბერი, 1827 |
გარდ. თარიღი | 24 აპრილი, 1891 (63 წლის) |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი |
ალმა-მატერი | წმინდა ვლადიმერის საიმპერატორო უნივერსიტეტი |
ხელმოწერა |
დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1849 წ.). 1850 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისში. 1850–1870 წწ. თბილისის I ვაჟთა გიმნაზიის, ხოლო 1870–1888 წწ. თბილისის რეალური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი, 1888–1891 წწ. – კავკასიის მთავარმართებლის სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე. ზაგურსკის ეკუთვნის მრავალრიცხოვანი შრომები კავკასიის ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე. თანამშრომლობდა კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი). იყო პერიოდული გამოცემების – „Сборник сведений о Кавказе“, „Кавказский календарь“, „Сборник материалов для описания Тифлисской губернии“ აქტიური თანამშრომელი. მეგობრობდა მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 297.