ლეობენი
ლეობენი (გერმ. Leoben) — ქალაქი ავსტრიაში, შტირიის ფედერალურ მხარეში, მდინარე მურაზე. 25 000 მცხოვრებით, იგი ადგილობრივი ინდუსტრიული ცენტრია, ასევე ფუნქციონირებს ლეობენის უნივერსიტეტი, რომლის სპეციალიზაციას სამთო საქმიანობაა. 1797 წელს, აქ ხელმოწერილ იქნა ლეობენის ხელშეკრულება, დროებითი ზავი ავსტრიასა და საფრანგეთს შორის, რაც კამპო-ფორმინოს ხელშეკრულების წინამორბედად ითვლება.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლეობენი გერმ. Leoben | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | შტირია | ||
კოორდინატები | 47°22′54″ ჩ. გ. 15°05′50″ ა. გ. / 47.38167° ჩ. გ. 15.09722° ა. გ. | ||
მმართველი | Kurt Wallner | ||
ფართობი | 108 კვადრატული კილომეტრი, 107.77 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 541 მეტრი | ||
მოსახლეობა | 24 645 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 03842 | ||
საფოსტო ინდექსი | 8700 და 8792 | ||
საავტომობილო კოდი | LE | ||
ოფიციალური საიტი | https://www.leoben.at/ | ||
2005 წელს დასრულდა ლეობენის იუსტიციის ცენტრის მშენებლობა, რომელიც საპყრობილის ფუნქციებსაც ითავსებს.
პირველად, დასახლება სახელად ლუპინი ქრონიკებში 904, შემდეგ კი 1261 წლებში იხსენიება. შტირიის ჰერცოგმა და ჩეხეთის მეფე პრჟემსილ ოტოკარ II-მ მას ქალაქის სტატუსი მიანიჭა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-09-16 საიტზე Wayback Machine.
- University of Leoben
- Pictures of Leoben and information in English language დაარქივებული 2007-08-14 საიტზე Wayback Machine.