ლენქორანის აჯანყებები
ლენქორანის აჯანყებები | |||
---|---|---|---|
ბაქოს ოპერაცია ნაწილი | |||
თარიღი | 1920 წლის ივლისი – 1922 წლის თებერვალი | ||
მდებარეობა | აზერბაიჯანი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ლენქორანის აჯანყებები (აზერ. Lənkəran üsyanları) — აჯანყების სერია აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო 1920 წელს.[1] აჯანყების თავდაპირველი მცდელობები წარმატებული იყო, რამაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ადგილობრივ საბჭოთა ძალებს, რითაც აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს აზერბაიჯანის სსრ-ს სამხრეთ რეგიონი. მაგრამ 1921 წელს ბაქოს გავლით რეგიონში დამატებითი საბჭოთა ძალები გაიგზავნა და პარტიზანებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა მათ. კიდევ ორი აჯანყება მოხდა 1922 წლამდე, მანამ სანამ საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ მოიპოვებდა სრულ კონტროლს რეგიონზე.
ისტორია
რედაქტირება1918 წლიდან 1919 წლამდე ლენქორანის რეგიონი იყო მუღანის შეტაკებების ადგილი, ახლად ჩამოყალიბებულ აზერბაიჯანულ ძალებს შორის, რომელსაც დახმარებას უწევდა ოსმალეთის იმპერიის ისლამის კავკასიური არმია.
შეტაკებებს მოჰყვა აზერბაიჯანულ-თალიშების გამარჯვება და აზერბაიჯანელებმა დაიბრუნეს რეგიონზე კონტროლი. ბოლშევიკები 1920 წლის აპრილში შეიჭრნენ აზერბაიჯანში და შექმნეს აზერბაიჯანის სსრ. მეჰმან სულეიმანოვის თქმით, რეგიონის მუსლიმი მოსახლეობა აღშფოთებული იყო საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით ადგილობრივი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ.[2]
აჯანყებები
რედაქტირებააჯანყებას ძირითადად აწარმოებდა შვიდი დიდი რაზმი. რაზმებიდან ყველაზე დიდს ხელმძღვანელობდა ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ოფიცერი იუსუფ ჯემალ ბეი, რომელიც დარჩა აზერბაიჯანში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ აჯანყებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით ექვსიდან ათ ათასამდე იყო.
იუსუფ ჯემალ ბეის რაზმი ახორციელებდა ოპერაციებს ლენქორანის სამხრეთით, ხოლო ნაჯაფგულუ ხანის რაზმი ჩრდილოეთით. იუსუფ ჯემალ ბეის რაზმმა აიღო შაჰაგაჩი, ტენგერუდი და სეფიდარი. შაჰვერანის რაზმმა გაანადგურა ზუვანდის რაიონის (ახლანდელი ლერიქი) ტერიტორიაზე განთავსებული საბჭოთა მილიციის ჯგუფი. აჯანყების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო რამაზანის რაზმი.
1920 წლის ბოლომდე აჯანყებულებმა საბჭოთა ჯარებს არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენეს. დეკემბერში იუსიფ ჯამალ ბეის რაზმმა გაათავისუფლა ასტარა საბჭოთა ძალებისგან და გაემართა ლენქორანისაკენ. რაზმის შეჩერება მხოლოდ ლენქორანის ირგვლივ განლაგებულმა 245-ე საბჭოთა პოლკმა შეძლო.[3]
შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მე-11 არმიის სარდლობამ რეგიონში გაგზავნა 248-ე და 249-ე ქვეითი პოლკები, კრეისერი როზა ლუქსემბურგი, გამანადგურებელი პრუიტკი, კურსკი და ხუთი დამატებითი სატრანსპორტო ხომალდი დესანტით. ხომალდები დაიყვნენ ორ ტაქტიკურ ჯგუფად. ერთი ჯგუფი განლაგდა ლენქორანის სამხრეთით, მეორე კი ასტარას ჩრდილოეთით.
მიუხედავად სტრატეგიული უპირატესობებისა, ბაქოდან ჩამოსულმა ძალებმა 23 დეკემბერს ვერ გააღწიეს ნაპირამდე და აჯანყებულებმა საბჭოთა ჯარები მოიგერიეს. თუმცა, აჯანყებულებს არ ჰქონდათ საშუალება გაეძლოთ საბჭოთა გემების შორ მანძილზე მოქმედი თოფებისთვის და მუდმივმა საზღვაო დაბომბვამ მათი უკან დახევა გამოიწვია. საბჭოთა ჯარებმა, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ საზღვაო არტილერიას, დაიპყრეს და გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ლენქორანსა და ასტარას შორის სანაპირო ზოლში. 25 დეკემბერს საბჭოთა ჯარებმა შეძლეს ლენქორანისა და ასტარას რეგიონების კონტროლის აღება.[4]
1921 წლის იანვრის დასაწყისში ლერიქში აჯანყება დაიწყო შაჰვერანის მეთაურობით. ტაქტიკური უპირატესობით შაჰვერანმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საბჭოთა ჯარებს. ბრძოლის დროს, რომელიც 9-დან 26 იანვრამდე გაგრძელდა, საბჭოთა საკავალერიო დივიზიამ 196 ჯარისკაცი დაკარგა, 153 კი დაიჭრა. 1922 წლის თებერვალში რაზმის ახალი აჯანყება დაიწყო ლენქორანში ნაჯაფგულუ ხანის ხელმძღვანელობით, ხოლო იმავე წლის აგვისტოში ასტარაში სხვა რაზმების მონაწილეობით. აჯანყებები არტილერიის დახმარებით ჩაახშეს.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Kazemzadeh, Firuz (1951). „The Struggle for Transcaucasia (1917–1921)“. Philosophical Library (ინგლისური). New York. doi:10.1177/000271625228200189. S2CID 144948317.
- Buldakov, V. P. (2010). Этнические конфликты в России, 1917–1918 гг.: условия возникновения, хроника, комментарий, анализ... Moscow: Noviy khornograf.
- Huseynov, A. A.; Sinitsyn, V. M. (1979) Сражающаяся Мугань (ru). Baku: Azerbaijan State Publishing House.
- Ibrahimli, Fazail (2001). „Azərbaycan kəndində sosial-siyasi proseslər. 1920–1930-cu illər“ (აზერბაიჯანული).
- Süleymanov, Manaf (1998). Azərbaycan Ordusu (1918-1920) (az). Baku: Hərbi Nəşriyyat.
- Gaffarov, Tahir (1999). Azərbaycan tarixi (1920–1991) (az). Baku: Mütərcim.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი დაარქივებული 2021-10-27 საიტზე Wayback Machine. აჯანყებების შესახებ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ İbrahimli, Fəzail (2001). Azərbaycan tarixində sosial-siyasi proseslər (1920-1930). Baku.
- ↑ Azərbaycanda bolşevik işğalına qarşı üsyanların təşkili və həyata keçirilməsi. enter.news.az (27 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 30 March 2021
- ↑ Mərdan Qurbanov, Həbib Əlizadə.. (2 July 2014) Cümhuriyyətimizin fədailəri - Yusif Camal bəy (Camal Paşa) və silahdaşları. Zaman. ციტირების თარიღი: 30 March 2021
- ↑ Suleymanov, Mehman (2018). Azərbaycan Ordusunun tarixi (1920–1922) (in Azerbaijani). 3. Baku: Maarif.
- ↑ (2001) Azərbaycan tarixi, 7 cilddə, cild 5. Baku: Elm.