ლენი (შვედ. län; თარგმანში: ფეოდალური ადგილ-მამული) — შვედეთის პირველი დონის ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ დანაყოფი. შვედეთი დაყოფილია 21 ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, აქსელ ოქსენშერნას ინიციატივით, რითიც მათ ჩაანაცვლეს შვედეთის ისტორიულ პროვინციებად (შვედ. landskap) დაყოფის სისტემა.

ყოველ ლენს საკუთარი მმართველობა (länsstyrelse) აქვს, რომელსაც შვედეთის მთავრობა თავის და პარლამენტ - რიქსდაგის წარმომადგენლად ნიშნავს. ლენის მართვის ამოცანას ადგილობრივი მმართველობის კოორდინაცია წარმოადგენს მთავრობასა და რიქსდაგთან შეთავსებით, ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თავისებურებანი და მოთხოვნილებანი.

ფუნქცია რედაქტირება

თითოეულ ლენს თვითმმართველობის ორგანო გააჩნია, რომელსაც ლენისავე მოსახლეობა ირჩევს და ლანდსტინგი (landsting) ეწოდება. ლანდსტინგის ძირითადი ამოცანა ლენის მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენაა.

რუკა რედაქტირება

რეიონების ოფიციალური კოდებით.

 
შვედეთის ლენები
 
შვედეთის პროვინციები საზღვრები არის ლენების, ფერები პროვინციების.

თითოეული ლენი იყოფა მუნიციპალიტეტებად (kommuner). 2004 წლიდან მათი რაოდენობა შეადგენს 290-ს, რაც საშუალოდ შეადგენს 13.8 მუნიციპალიტეტს ერთ ლენში (იხილეთ შვედეთის მუნიციპალიტეტების სია)

1968 წლამდე ქალაქ სტოკჰოლმს ჰქონდა საკუთარი კოდი A. ხოლო სტოკჰოლმის ლენს B.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლენი&oldid=4284619“-დან