ლემპირას დეპარტამენტი
ლემპირა — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სალვადორის რესპუბლიკას. 1943 წლამდე ეწოდებოდა გრასიასის დეპარტამენტი, დედაქალაქია გრასიასი.
დეპარტამენტი | |
---|---|
ლემპირას დეპარტამენტი Departamento de Lempira | |
ქვეყანა | ჰონდურასი |
ადმ. ცენტრი | Gracias |
კოორდინატები | 14°35′00″ ჩ. გ. 88°35′00″ დ. გ. / 14.58333° ჩ. გ. 88.58333° დ. გ. |
დაარსდა | 1825 |
ფართობი | 4 290 კმ² |
მოსახლეობა | 277 910 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC-6 |
კოლონიურ პერიოდში, გრასიასი ესპანელთათვის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
ლემპირას ტერიტორიაზე მდებარეობს ჰონდურასის უმაღლესი მწვერვალი სერო-ლას-მინასი. დეპარტამენტს სახელი ეწოდა ადგილობრივი ლენკას ხალხის ბელადის — ლემპირას პატივსაცემად, რომელიც XVI საუკუნის ადრეულ წლებში ესპანელ კონკისტადორებს ებრძოდა. ქალაქ ოპატოროს მახლობლად მოიპოვება ოპალი.
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 277 910 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 4 290 კმ²-ია.
ლემპირას დეპარტამენტი 28 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინტერაქტიული რუკა დაარქივებული 2012-03-24 საიტზე Wayback Machine.