ლემან ალტინჩეკიჩი
ლემან ბოზქურთ ალტინჩეკიჩი (თურქ. Leman Bozkurt Altınçekiç; 1932—2001 წწ.) — პირველი აკრედიტებული პილოტი-გამანადგურებელი ქალი თურქეთის საჰაერო ძალებსა და ნატოში.
ლემან ალტინჩეკიჩი Leman Bozkurt Altınçekiç | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1932 სარაკამიში, ყარსი, თურქეთი |
გარდაცვალების თარიღი |
4 მაისი, 2001 იზმირი, თურქეთი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
პროფესია | მფრინავი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალემან ბოზქურთი დაიბადა 1932 წელს სარაკამიშში, ყარსის პროვინციაში, თურქული წარმოშობის აზერბაიჯანული ეთნოსის ჯგუფის ქარაფაფაქების ოჯახში.[1] სტამბოლში გოგონების საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა იმენიუ-ილიჩის იმენიუს თურქული საავიაციო ასოციაციის სასწავლო ცენტრში ესქიშეჰირის პროვინციაში, იმისათვის, რომ მომზადება გაევლო პლანერის პილოტის რანგში.[2]
ლემან ბოზქურთი 1959 წელს ცოლად გაჰყვა ესკიშეხირელ კოლეგას—ტახირ ალტინჩეკიჩს. იგი გარდაიცვალა 2001 წლის 4 მაისს იზმირში. დაკრძალულია ყარაბაგლარის სასაფლაოზე. [3][4]
სამხედრო სამსახური
რედაქტირებაროდესაც 1954 წელს თურქეთის საჰაერო ძალებში ქალების მიღება დაიწყეს, ლემანმა მიმართა თურქეთის საჰაერო ძალებს. ის იყო იზმირის სამხედრო სკოლის პირველი მოსწავლე ქალი. 1955 წლიდან 1957 წლამდე მომზადებას გადიოდა პროპელერიან თითმფრინავზე. ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ლემან ბოზქურთი აცხადებდა, რომ თავდაპირველად სკოლაში საერთოდ არ არსებობდა პანსიონი მოსწავლე გოგონებისათვის, რის გამოც იძულებული იყო ოფიცრის სახლში სტუმრის სტატუსით დარჩენილიყო.
1957 წლის 30 აგვისტოს ლემანმა დაასრულა სამხედრო მფრინავის პროფესიის შესწავლა. მართალია, მოგვიანებით ხუთი მოსწავლე გოგონა მიიღეს სასწავლებელში, ლემანი ერთადერთი ქალი იყო, რომელიც შეუერთდა საავიაციო განყოფილებას ესქიშეჰირის სამხედრო ბაზაზე. მან იქ წვრთნა გაიარა, როგორც რეაქტიული თვითმფრინავის პილოტმა და 1958 წლის 22 ნოემბერს მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება.[5]
1967 წლამდე ლემანი დაფრინავდა რესპუბლიკურ F-84 Thunderjet და Lockheed T-33-ზე. მოგვიანებით - იგი შტაბში მსახურობდა და პენსიაზე გავიდა როგორც უფროსი საავიაციო პოლკოვნიკი.[2]
1984 წლის 1 დეკემბერს, "ქალები თურქეთის პოლიტიკაში" 50-ე წლისთავზე, იგი მიიწვიეს თურქეთის პარლამენტში, სადაც გადასცეს ჯილდო, როგორც პირველი ქალს თავის პროფესიაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Turalhamid Wordpress[მკვდარი ბმული] (აზერბ.)
- ↑ 2.0 2.1 Leman Bozkurt Altınçekiç დაარქივებული 2021-03-04 საიტზე Wayback Machine. (თურქ.). Leman Bozkurt Altınçekiç.
- ↑ Albay Leman toprağa verildi დაარქივებული 2021-04-20 საიტზე Wayback Machine. (თურქ.). turkiyegazetes. Dijital Varlıklar (07.05.2001
- ↑ Türkiye newspaper დაარქივებული 2022-09-20 საიტზე Wayback Machine. (თურქ.)
- ↑ LEMAN BOZKURT ALTINÇEKİÇ (თურქ.). TAYYARECİ.