ლელობის ნაქალაქარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ლელობის ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელობის ჩრდილო-დასავლეთით, 4 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ხეკორძულას სათავეებთან, ფერდობზე, ადგილ ნაქალაქარზე. თარიღდება XIII საუკუნითა და XIV საუკუნის I ნახევრით.

1971 წელს ძეგლზე გათხრები ჩაატარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დიღმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რ. აბრამიშვილის ხელმძღვანელობთ.

ნაქალაქარი ოთხ ტერასაზეა განლაგებული. ჩრდილოეთით მას კლდის ბუნებრივი ზღუდე გასდევს შემორჩენილია საერო და საკულტო შენობათა ნანგრევები. შენობის კლდის ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. ორ და სამოთახიან საცხოვრებელ კომპლექსებს სამეურნეო დანიშნულების სათავსები ეკვრის. შენობათა იატაკში ზოგან სამალავი და სურსათის შესანახი ორმოებია ამოჭრილი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა

რედაქტირება