ლელიანის განძი — ქუფური და სასანური მონეტების დიდი განძი (171 ცალი), ნაპოვნია 1924 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, მონეტებიდან ყველაზე ძველი მოჭრილია ხოსრო II (590-628) სასანიანის დროს, ხოლო ახალი — 829 წელში. განძი ჩაფლული უნდა იყოს IX საუკუნის II ნახევარში. აღმოჩენილი მასალა მიუთითებს ამ რაიონში სავაჭრო-სატრანზიტო გზის არსებობაზე. ლელიანის განძი დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Пахомов Е. А., Клады Азербайджана и других республик и краев Кавказа, в. 2, № 395, Баку, 1938;