ლელეგე
ლელეგე — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ნახევარღმერთი და ლაკონიის მეფე. არსებობს სხვადასხვა ვერსიები ლელეგეს მშობლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ვერსიით ლელეგე პოსეიდონისა და ლიბიას ვაჯი იყო. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მისი მამა მზის ღმერთი ჰელიოსი იყო. კიდევ ერთი ვერსიით კი ლელეგე ავტოქტონი იყო. ლელეგეს შემდეგ მმართველობა მისმა ვაჟმა მილესმა ავიდა.
ლელეგე | |
---|---|
სპარტის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. XVII საუკუნე |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. XVII საუკუნე |
წინამორბედი: | არავინ |
მემკვიდრე: | მილესი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
მეუღლე: | კლეოხარეია |
შვილები: |
მილესი, პოლიკაონი, პტერელაოსი, კლესონი |
მამა: | პოსეიდონი ან ჰელიოსი |
დედა: | ლიბია |
ცხოვრება
რედაქტირებალელეგე ნაიადზე, წყლის ნიმფაზე კლეოხარეიაზე დაქორწინდა. ლელეგესა და კლეოხარეიას რამდენიმე ვაჟი შეეძინათ, მათ შორის მილესი, პოლიკაონი, პტერელაოსი, კლესონი[1]. ლელეგეს შვილიშვილი (მილესის ვაჟი) იყო ევროტასი, რომელსაც ჰყავდა ქალიშვილი სახელად სპარტა[2]. მოგვიანებით სპარტამ ლაკედემონზე იქორწინა[3]. მისი ცოლის პატივსაცემად ლაკედემონმა ერთ-ერთ ქალაქს სპარტა უწოდა. თუმცა შესაძლებელია, რომ ქალაქს ლაკედემონი რქმეოდა, როგორც ცნობილია ქალაქს ორივე სახელით იხსენიებდნენ.
წყაროების მიხედვით პერსევსი მეფე ლელეგეს შთამომავალი იყო. ლელეგეს შვილთაშვილს სპარტას შეეძინა ქალიშვილი ევრიდიკე, რომელმაც არგოსის მეფეზე აკრისიოსზე იქორწინა. აკრისიოსსა და ევრიდიკეს ეყოლათ ქალიშვილი დანაია, რომელიც პერსევსის ბებია იყო[4]. როგორც ჩანს, ძველი მითოგრაფერები ლელეგეს ლელეგების დამაარსებლად თვლიდნენ, ნახევრად მითური ხალხი, რომლებიც ეგეოსის ზღვის ორივე მხარეს ცხოვრობდნენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აპოლოდოროსი 3.10.3
- ↑ საბერძნეთის გზამკვლევი, 3.1.1-3.
- ↑ პაუსანიასი. სპარტა, მითური ისტორია.
- ↑ პიერ გრიმალი (1996). კლასიკური მითოლოგიის ლექსიკონი. ISBN 978-0-631-20102-1.
წინამორბედი: არავინ |
სპარტის მეფე დაახ. ძვ. წ. 1600 |
შემდეგი: მილესი |