ლეილა ზანა (დ. 3 მაისი, 1961; თურქ. და ქურთ. Leyla Zana) — ქურთი სამართალდამცველი, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დეპუტატი 1991-1994 წლებში, პირველი ქურთი ქალი თურქეთის პარლამენტში.

ლეილა ზანა
Leyla Zana
ლეილა ზანა Leyla Zana
თურქეთის მეჯლისის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 1994

დაბადებული3 მაისი, 1961 (1961-05-03) (63 წლის)
დიარბაქირი
მოქალაქეობათურქეთი
ეროვნებაქურთი
რელიგიაისლამი

1994 წელს ლეილამ სიტყვა წარმოთქვა მეჯლისში, რომელიც მან თურქულად დაიწყო და ქურთულად დაამთავრა ფრაზით:

მე სიტყვით წარვდექი თურქეთის პარლამენტის წინაშე, რათა თურქებსა და ქურთებს შორის ძმობა დამყარდეს.[1]

ამისთვის თურქეთის სასამართლომ ლეილას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 1995 წლის 5 ნოემბერს ევროპარლამენტმა ზანას სახაროვის საერთაშორისო პრემია გადასცა.

2004 წელს ლეილა ზანა გაათავისუფლეს.

2010 წელს თურქეთის სასამრთლომ ლეილა ზანა ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება