ლევ სედოვი (რუს. Лев Львович Седов; დ. 24 თებერვალი, 1906 — გ. 16 თებერვალი, 1938),— საბჭოთა კომუნისტი ლიდერის, ლევ ტროცკის უფროსი ვაჟი, შეძენილი მის მეორე ცოლთან, ნატალია სედოვასთან; ლევ სედოვი დაიბადა ლევ ტროცკის პატიმრობაში ყოფნის დროს (ტროცკი სასჯელს იხდიდა 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით).

ლევ სედოვი

ლევ სედოვი
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1906
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 თებერვალი, 1938
პარიზი
დაკრძალულია პარიზი

ცხოვრება ემიგრაციაში

რედაქტირება

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ცხოვრობდა ოჯახისაგან დამოუკიდებლად, რათა პროვილეგირებულად არ ჩათვლილიყო. 1925 წელს დაქორწინდა, ხოლო მომდევნო წელს კი ვაჟი შეეძინა. ის მხარს უჭერდა მამას იოსებ სტალინის წინააღმდეგ ბრძოლაში და ტროცკისტული მოძრაობის ერთრთი ლიდერი გახდა.

დევნილობა თურქეთსა და ევროპაში

ლევ სედოვი 1929 წელს თან გაჰყვა თურქეთში საბჭოთა კავშირიდან განდევნილ ტროცკის, ხოლო მოგვიანებით ბერლინში გაემგზავრა განათლების მიღების მიზნით.[1] სედოვი რედაქტორი და მწერალი გახდა, ის მონაწილეობდა რუსულენოვანი ე.წ. „ოპოზიციური ბიულეტენის“ მომზადებაში. ..[2]

1932 წელს ლევ სედოვი მამას ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის შიგნით ანტისტალინური ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბებაში, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბოლშევიკი ივანე სმირნოვი იყო. სედოვი აგრესიული პოლიტიკის მომხრე იყო. მისი სიტყვებით: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვდევნოთ ახლანდელი მთავრობა და თავი დავიხსნათ სტალინისაგან, გარდა ლიკვიდაციისა, სხვა გზა, გამარჯვებას არ მოგვიტანს". ოპოზიციური ბლოკი საქმიანობას 1933 წელს შეუდგა. [3] 1933 წელს, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ სედოვი იძულებული გახდა დაეტოვებინა გერმანია და საფრანგეთში წასულიყო. სედოვი პარიზის მუშათა მოძრაობაში ჩაერთო და ტროცკისტული მოძრაობის გავლენიანი აქტივისტი გახდა. მისი საქმიანობა საბჭოთა შინსახკომის აგენტურის ინტერესის საბაბი გახდა. [4]

გარდაცვალება

1938 წლის თებერვალში ლევ სედოვს აპანდიციტის შეტევა დაემართა. მისმა მეგობარმა მარკ ზბოროვსკიმ, რომელიც სინამდვილეში შინსახკომის მიერ ჩანერგილი აგენტი იყო, ის პარიზის ჰოსპიტალის ნაცვლად კერძო კლინიკაში წაიყვანა. კლინიკის მფლობელი საბჭოთა დაზვერვასთან იყო დაკავშირებული. ოპერაციის შემდეგ სედოვს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარეს, რის გამოც მისი მდგომარეობა გართულდა. მოგვიანებით ის პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

შინასახკომის გენერალ-ლეიტენანტის პავლე სუდოპლატოვის მტკიცებით, საბჭოთა აგენტურას არ მიუძღვის წვლილი სედოვის გარდაცვალებაში. 1956 წელს, მარკ ზბოროვსკიმ აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტთან დაადასტურა, რომ ის თანამშრომლობდა შინსახკომთან და მან შეატყობინა საბჭოთა აგენტურას სედოვის კლინიკაში გადაყვანის შესახებ. [5] ლევ სედოვი დაკრძალულია პარიზში.

  1. Bois, Marcel (2016). „A Transnational Friendship in the Age of Extremes: Leon Trotsky and the Pfemferts“. Twentieth Century Communism. 10 (10): 9–29. doi:10.3898/175864316818855185.
  2. Glotzer, Albert. Trotsky: Memoir and Critique. Prometheus Books, გვ. 44. ISBN 0-87975-544-X. 
  3. Pierre Broué: The "Bloc" of the Oppositions against Stalin (January 1980). ციტირების თარიღი: 2020-08-07
  4. "To Mark the 75th Anniversary of Trotsky’s Arrival in Mexico: Interview with Esteban Volkov, Trotsky’s grandson" დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. , SocialistOrganizer.org website დაარქივებული 2013-07-21 საიტზე Wayback Machine. , posted 23 January 2013 (Accessed 9 February 2013).
  5. Barmine, Alexander, One Who Survived, New York: G.P. Putnam (1945), pp. 17, 22: Barmine pointed out that the Soviet NKVD had a long history of using White Russians who longed to return to visit their homeland. The NKVD had formed an association in Paris designed to recruit these persons, titled The Friends of the Soviet Fatherland. Typically, in order to gain an entry visa, the White émigré would first be asked to perform an 'act of loyalty' to the Soviet Union, usually a betrayal of another emigre. The method was used to 'set up' many Soviet fugitives for kidnapping or assassination by Stalin's secret police.