ლევ ბორისის ძე რუხინი (რუს. Лев Борисович Рухин; დ. 16 ოქტომბერი 1912, მოსკოვი — გ. 8 სექტემბერი 1959, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1944), 1945 წლიდან სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. სკკპ წევრი 1941 წლიდან.

ლევ რუხინი
ლევ რუხინი.jpg
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი 1912(1912-10-16)
დაბ. ადგილი მოსკოვი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი 1959(1959-09-08) (46 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

1933 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. 1943 წელს 31 წლის ასაკში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ლევ რუხინის ძირითადი შრომები მიეძღვნა ლითოლოგიასა და პალეოგეოგრაფიას. დანალექი ქანების კვლევების შედეგად ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა სტატისტიკური მეთოდი. უძველესი გენეზისის ქვიშების დასადგენად რუხინმა საფუძველი ჩაუყარა გრანულომეტრიული შედგენილობის შესწავლის საქმეს. შრომაში „ლითოლოგიის საფუძვლები“ რუხინმა განიხილა დანალექი ქანების განვითარების სტადიები და პირობები. ლევ რუხინი ტრაგიკულად დაიღუპა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ვასილევსკის კუნძულის მე-16 ხაზზე, ლენინგრადში, 47 წლის ასაკში. მისი სახელობისაა კონცხი კუნძულ ჯექსონზე. დაკრძალულია სერაფიმოვის სასაფლაოზე. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

თხზულებებირედაქტირება

  • Гранулометрия и генезис песков, ч. 1—2, Л., 1944;
  • Справочное руководство по петрографии осадочных пород, т. 1, Л., 1958;
  • Основы общей палеогеографии, Л., 1959.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Вассоевич Н. Б., Памяти профессора Л. Б. Рухина, "Уч. записки ЛГУ. Сер. геологических наук", 1962, № 310, в. 12.