ლევონ III (სომხ. Լեւոն Բ; დ. 1236 — გ. 1289) — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე 1269/1270-1289 წლებში, ჰეთუმიანების მეორე წარმომადგენელი, ჰეთუმ I-ისა და მისი მეუღლის, ზაბელის ვაჟი.

ლევონ III
Լեւոն Բ

ლევონ III
კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1270
მმართ. დასასრული: 1289
წინამორბედი: ჰეთუმ I
მემკვიდრე: ჰეთუმ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1236
გარდ. თარიღი: 1289
დინასტია: ჰეთუმიანები
მამა: ჰეთუმ I
დედა: ზაბელი

ლევონი დაიბადა 1236 წელს. ბავშვობაში, იგი გაიტაცეს, ტყვედ გაყიდეს და მამლუქი გახდა. მისმა მამამ, ჰეთუმ I-მა დიდი თანხა გადაიხადა იმისათვის, რომ შვილი გამოესყიდა.

ლევონ III ტახტზე ავიდა 1269 ან 1270 წელს. ლევონი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი. მას სურდა განეახლებინა სავაჭრო ხელშეკრულება იტალიელებსა და კატალონიელებთან. ცდილობდა, რომ გაეძლიერებინა მონღოლეთ-სომხეთის ალიანსი.

1271 წელს მარკო პოლო ეწვია კილიკიის სომეხთა სამეფოს და დადებითად შეაფასა ლევონის მეფობა, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ სამეფოს სამხედრო ძალები იყო ძალიან დემორალიზებული.

1275 წელს მამლუქთა სულთანი კიდევ ერთხელ შეიჭრა ლევონის სამეფოში. მათთან ბრძოლის დროს გარდაიცვალა ჰეთუმ I-ის ძმა და ლევონის ბიძა სმპადი.

ლევონ III გარდაიცვალა 1289 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ კილიკიის სომეხთა სამეფოს ტახტზე მისი ვაჟი, ჰეთუმ II ავიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Boase, T. S. R. (1978). The Cilician Kingdom of Armenia. Edinburgh: Scottish Academic Press. ISBN 0-7073-0145-9. 
  • Toumanoff, C. (1966). „Armenia and Georgia“, Cambridge Medieval History, vol. IV. 
  • Stewart, Angus Donal (2001). The Armenian Kingdom and the Mamluks: War and diplomacy during the reigns of Het'um II (1289–1307). BRILL. ISBN 90-04-12292-3.