ლევან კაჭარავა
ლევან კაჭარავა (დ. 15 ივლისი, 1968 – გ. 24 ივნისი, 2022[1]) — ქართველი ბიზნესმენი, კომპანია „Silk Road Group“-ის თანადამაარსებელი.
ლევან კაჭარავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ივლისი, 1968 თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
24 ივნისი, 2022 (53 წლის) ბაგები, თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან კაჭარავა დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა 1986 წელს. 1986—1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.
ლევან კაჭარავა შპს „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ მუშაობის პერიოდში იყო რეგიონის ლიდერი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ იყო ატლანტის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი 1996 წელს.[2]
1995–1996 წლებში ლევან კაჭარავამ გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.[3] კომპანია თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „TOTAL“, „ELFE“, „VITOL“, „ARMOGAR“, „ADDAX-ORYX GROUP“. იმავე წლებში „Silk Road Group“ აფართოებს თავის ბიზნეს არეალს: აფუძნებს ბანკს, ინტერესების სფერო მოიცავს ასევე ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს .
2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group-ს“ და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.[4]
2008 წელს პარტნიორებთან ერთად გამოისყიდა სახელმწიფოსგან თბილისის წყლის კომპანია. 2008 წელს, ჰოლანდიაში მან დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Petrolia“ Logistics Solutions BV. [5]
2013 წლის დასაწყისში, კაჭარავამ ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Logistics Solutions BV“. კომპანია ახორციელებს ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას და ფლობს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ცნობილია ბაგებში მოკლული ბიზნესმენის ვინაობა - საქმის დეტალები“. პალიტრა ვიდეო. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ https://tr.skimleads.com/all/Georgian-Tranzoil-Invest/p_Georgian-Tranzoil-Invest/leads.html[მკვდარი ბმული]
- ↑ http://silkroadgroup.net/ge/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-25. ციტირების თარიღი: 2018-11-21.
- ↑ campaigns.ryder.com