ლევან დვალი (დ. 9 მაისი, 1927, თბილისი — გ. 30 იანვარი, 1983, იქვე) — ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967)

ლევან დვალი
დაბ. თარიღი 9 მაისი, 1927
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 30 იანვარი, 1983 (55 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან დვალი დაიბადა 1927 წლის 9 მაისს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1951-1952 წლებში მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური ქირურგიული კათედრის თანამშრომელი იყო, 1958-1961 წლებში — საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი, 1970 წლიდან თბილისის მთავარი ქირურგი.

არის სამეცნიერო ნაშრომების და მონოგრაფიების ავტორი, მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ქირურგიის აქტუალურ საკითხებს.

გარდაიცვალა 1983 წლის 30 იანვარს. დაკრძალულია თბილისში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება