ლევან ბუიშვილი
ლევან ბუიშვილი (დ. 24 აპრილი, 1933, ვორონეჟი, რსფსრ, სსრკ — გ. 1996) — ქართველი მეცნიერი და ფიზიკოსი.
ლევან ბუიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 აპრილი, 1933 |
დაბ. ადგილი | ვორონეჟი, რსფსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1996 (62 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
მუშაობის ადგილი | საქართველოს მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო წოდება | აკადემიკოსი |
ჯილდოები | საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სახელმწიფო პრემია, მყარი სხეულების მაგნიტური რეზონანსის თეორიაში შრომათა ციკლისათვი |
სამეცნიერო სფერო | ფიზიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან ბუიშვილი დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს, ქალაქ ვორონეჟში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1959–1962 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, ხოლო 1962–1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში. 1966–1973 წლებში იგი მუშაობდა ნახევრადგამტარული ხელსაწყოების ფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1973 წლიდან 1996 წლამდე იგი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1977 წელს მან მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია, მყარი სხეულების მაგნიტური რეზონანსის თეორიაში შრომათა ციკლისათვის, ხოლო 1985 წელს იგი გახდა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე მისი ნაშრომები ეხება პარამაგნიტური სპინური სისტემის სტატისტიკურ თეორიას. 1983 წლიდან იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტომი I, გამოვიდა 1997 წელს