ლედნიცე-ვალტიცეს კულტურული ლანდშაფტი

ლედნიცე-ვალტიცეს კულტურული ლანდშაფტი აგრეთვე ცნობილი როგორც ლედნიცე-ვალტიცეს კომპლექსი — კულტურულ-ბუნებრივი კომპლექსი ჩეხეთის რესპუბლიკაში, სამხრეთ მორავიის რეგიონში. მოიცავს 283 09 კმ² ტერიტორიას. 1996 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ლედნიცე-ვალტიცეს კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ველტიცეს ციხესიმაგრე
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°46′32″ ჩ. გ. 16°46′30″ ა. გ. / 48.77556° ჩ. გ. 16.77500° ა. გ. / 48.77556; 16.77500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 763
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 763
ინგლ.რუს.ფრ.

XVIII საუკუნის ბოლოს, ადგილობრივმა ფეოდალურმა მმართველებმა, ლიხტენშტაინის სახლმა დაიწყო ხელოვნური, უნიკალური ლანდშაფტის კომპლექსის — ლედნიცე-ვალტიცეს არეალის შექმნა. XIX საუკუნის განმავლობაში, ლიხტენშტაინების ოჯახი აგრძელებს არეალის გარდაქმნას, რომელსაც იმ დროისათვის „ევროპის ბაღს" ეძახდნენ. იგი მოიცავდა ორ ლანდშაფტურ პარკს, რომელთაგან ერთის ცენტრი იყო ველტიცეს ციხესიმაგრე, ხოლო მეორის - ლედნიცეს ციხესიმაგრე.

1715 წელს, ისინი ერთმანეთთან შეერთდნენ ე.წ. ბეზრუჩის გამზირით. იქვე მდებარეობდა მესამე სოფელი - ჰლოჰოვეცი. ლედნიცეს, ვალტიცესა და ჰლოჰოვეცს შორის მდებარეობდა ლედნიცეს ხიდები. კომპლექსის ძირითადი ნაწილი დაფარულია ფიჭვის ხეებით, აგრეთვე მდინარე დიეს სიახლოვეს მდინარისპირა ტყეებით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მთელი კომპლექსის მასშტაბით გაბნეულია სხვა არაერთი დიდი თუ პატარა პავილიონი, რომლებიც ხშირად სანადირო სახლებად გამოიყენება.

ევროპის ბაღი ჩეხეთის ყველაზე ცხელი ადგილია. ეს ნაწილი სავსეა არქტიექტურული ძვირფასეულობით, რომანტიკული კუთხეებით, უნიკალური ბუნებრივი რეზერვებით, მრავალი აქტივობისათვის ხელსაყრელი ულამაზესი ადგილებით, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ტურისტულ სეზონში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება