ლედი შალოტიდან (უოტერჰაუსი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლედი შალოტიდან (ინგლ. The Lady of Shalott) 一 მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე პრერაფაელისტი ინგლისელი მხატვრის, ჯონ უილიამ უოტერჰაუსის 1888 წლის ნახატი. ნახატი ცნობილი ინგლისელი პოეტის, ალფრედ ტენისონის ამავე სახელწოდების მქონე პოემითაა შთაგონებული.[2] აღსანიშნავია,რომ ტენისონის პოეზია დიდი პოპულარობით სარგებლობდა პრერაფაელისტებში, რომელთა რიგის ხელოვანსაც განეკუთვნებოდა თავად უოტერჰაუსიც. უოტერჰაუსმა ტენისონის პოემის პროტაგონისტს კიდევ ორი ვარიაცია დააფუძნა: 1894 და 1915 წლებში, თუმცა მიუხედავად ამისა, მხატვრის პირველი ტილო (“ლედი შალოტიდან”), ყველაზე უფრო მეტად იმსახურებს მნახველთა ყურადღებასა და მოწონებას. ნამუშევარზე ცალსახად იგრძნობა პრერაფაელიტთა საძმოს გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მხატვრის ბავშვობაშივე დაიშალა.

ლედი შალოტიდან
The Lady of Shalott
ავტორი ჯონ უილიამ უოტერჰაუსი
წელი 1888
ტიპი Arthurian painting
სიმაღლე 183 სმ
სიგანე 230 სმ
ქალაქი ლონდონი
მუზეუმი ტეიტი[1]

უოტერჰაუსმა ტილოში – “ლედი შალოტიდან”, ასახა ის ეპიზოდი, როდესაც ლედი შალოტი (ელეინი) ნავში ზის. მას ხელთ ჯაჭვი უპყრია,რომლითაც ნავი ნაპირზე არის მიბმული. აქვე სურათზე ჩანს გობელენი,რომელიც ერთ დროს მისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენდა. ახლა კი ამ გობელენს შალოტასთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგავს. გობელენის ნაწილი წყლით არის დაფარული. სურათზე გამოსახული სანთლები ერთგვარად გამოხატავს სიმბოლიზირებას სიცოცხლისა. ელეინი ამ სიუჟეტებს სასოწარკვეთით და მწუხარებით უყურებს.[3]

იმ სამი სანთელიდან რომელიც სურათზეა გამოსახული ორი ჩამქრალია, რაც მხატვრის გრძნობებით ელეინის ცხოვრების მალე დასასრულს მოასწავებს. სურათის მიხედვით, ტილოს მთავარი გმირი მღერის – „მის გამოსამშვიდობებელ სიმღერას“. მხატვარმა ტილოზე, მთელი ემოციით, შესანიშნავად და დიდებულად გადმოსცა სასოწარკვეთილი ელეინის ერთ-ერთი ამაღეკვებელი ეპიზოდი და ემოციები, რაშიც აშკარად იკითხება მისი ტრაგიკული ბედი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Casteras, Susan. The Victorians: British Painting, 1837–1901. Washington, D.C.: National Gallery of Art, 1997.
  • Poulson, Christine, The Quest for the Grail: Arthurian Legend in British Art, 1840–1920, 1999, Manchester University Press, ISBN 0719055377, 9780719055379, google books
  1. http://www.tate.org.uk/art/artworks/waterhouse-the-lady-of-shalott-n01543
  2. Riggs, Terry. (1998) The Lady of Shalott 1888. ციტირების თარიღი: 7 December 2013
  3. http://genia.ge/?p=7075