ლგბტ უფლებები იემენში


ლგბტ უფლებები იემენში — ლგბტ პირები იემენში, სავარაუდოდ, იტანჯებიან დისკრიმინაციით, კანონიერი და სოციალური გამოწვევებით. სასჯელი ჰომოსექსუალობისთვის მერყეობს ცემიდან სიკვდილამდე[1][2]. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი (ლგბტ) პირები იემენში იურიდიულ გამოწვევებს განიცდიან. ჰომოსექსუალობა არის უკანონო იემენში შარიათის სამართლებრივი სისტემის შესაბამისად[3]. იემენი არის ერთ-ერთი შვიდი ქვეყნიდან, სადაც სიკვდილით დასჯა ვრცელდება შეთანხმებით სექსუალურ აქტებზე ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ ზრდასრულთათვის[4]. გეებისა და ლესბოსელთა საიტები დაბლოკილია მთავრობის მიერ[5].

2007 წლისთვის არ იყო საჯარო, ან ნახევრად საჯარო სივრცე გეებისთვის, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია[6]. ოფიციალური პოზიციის მიხედვით იემენში გეები არ არიან [6]. შარიათის კანონების შესაბამისად, ლგბტ პირები იღუპებიან შეტაკებებში [7]. მთავრობა არ იცავს მის გეი მოქალაქეებს ძალადობისგან. ერთნაირსქესიანთა სექსუალური კავშირი სიკვდილით ისჯება, თუმცა ეს არ განხორციელებულა. ლგბტ პირებს დამატებით აქვთ სტიგმატიზაცია მოსახლეობაში.

ერთსნაირქესიანთა სექსუალური აქტების კანონიერება რედაქტირება

იემენის რესპუბლიკა რედაქტირება

კონსტიტუცია რედაქტირება

იემენის რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც შეიცვალა 2001 წელს, პირდაპირ არ ეხება ლგბტ უფლებებს . გარანტირებულია ადამიანის გარკვეული უფლებები ყველა მოქალაქისთვის, იმ პირობით, რომ ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ისლამური შარიათის კანონის პრინციპებს. [8]

სისხლის სამართლის კოდექსი რედაქტირება

იემენში ჰომოსექსუალობისთვის დასჯა შეიძლება წარმოიშვას კოდიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსიდან ან იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ ისლამური ტრადიციული ზნეობის დაცვას.

სისხლის სამართლის ეროვნული კოდექსის 264-ე მუხლი კრძალავს ზრდასრულ მამაკაცებს შორის კერძო ჰომოსექსუალური ქმედებების განხორციელებას. დაუქორწინებელი მამაკაცებისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი 100 წკეპლა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. კანონი ადგენს, რომ ჰომოსექსუალობისთვის ნასამართლევი დაქორწინებული კაცები უნდა დაისაჯონ სიკვდილით . [9]

სისხლის სამართლის ეროვნული კოდექსის 268-ე მუხლი კრძალავს ზრდასრულ ქალებს შორის კერძო ჰომოსექსუალური ქმედებების განხორციელებას. კანონი ადგენს, რომ ლესბოსური განზრახ ქმედებები ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. [9]

გარდა სისხლის სამართლის კოდექსისა, ჰომოსექსუალობისთვის სასჯელი შეიძლება წარმოიშვას იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ოჯახის შიგნით ისლამური ზნეობის დაცვას ან ფართო საზოგადოებაში. ჰომოსექსუალობისთვის სასჯელი ხშირად არის სიკვდილი. [10]

იემენის სამოქალაქო ომი (2014 წ. დღემდე) რედაქტირება

სამოქალაქო ომი დაიწყო 2014 წლის სექტემბერში, როდესაც ჰუთების ძალებმა აიღეს დედაქალაქ სანაა, რასაც მოჰყვა მთავრობის სწრაფი აღება. 2015 წლის 21 მარტს ჰუთების მეთაურობით უზენაესმა რევოლუციურმა კომიტეტმა გამოაცხადა საერთო მობილიზაცია ჰადის დამხობისა და მათი კონტროლის გაფართოებისთვის სამხრეთ პროვინციებში. ჰუთების შეტევამ, სალეჰის ერთგულ სამხედრო ძალებთან მოკავშირეებმა, ბრძოლა დაიწყეს მეორე დღეს ლაჰიჯის გუბერნატორში. ამავდროულად, საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ დაიწყო სამხედრო ოპერაციები იემენის ყოფილი მთავრობის აღსადგენად საჰაერო დარტყმების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ არ განხორციელებულა ირანის მხრიდან პირდაპირი ჩარევა, რომლებიც მხარს უჭდნერენ ჰუთებს, კონფლიქტი განიხილება, როგორც ირანი – საუდის არაბეთის მარიონეტული კონფლიქტის გაგრძელება და რეგიონში ირანული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება.

ალ-ქაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე რედაქტირება

2013 წელს უკვე იყო სანდო ცნობები იმის შესახებ, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ქაიდას წევრები კლავდნენ კაცებს ჰომოსექსუალობისთვის. [11]

მედიის ცენზურა რედაქტირება

მთავრობა ბლოკავს ვებგვერდებზე წვდომას, რომლებიც გამოხატავენ ლგბტ უფლებების მხარდაჭერას. ცენზურის ეს პოლიტიკა ვრცელდება იემენის გამოცემებსა და ჟურნალებზეც.

2010 წელს ჟურნალმა Al Thaqafiya მთავრობამ დახურა, რადგან ეგვიპტური ფილმის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სახელწოდებით „Heena Maysara“ (ითარგმნება „სანამ ყველაფერი უკეთესად არ იქნება“). რეცენზენტმა, იემენელმა კინემატოგრაფისტმა, სახელად ჰამიდ აკბიმ, გამოხატა გარკვეული მხარდაჭერა ლგბტ უფლებების შესახებ ფილმის განხილვისას. [12] 2004 წელს ინგლისურენოვან ჟურნალ Yemem Times- ს მიეცა უფლება გამოექვეყნებინა მოსაზრება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გეი ქორწინების იურიდიულ აღიარებას.

2003 წელს, არაბულენოვანმა ჟურნალმა Week, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ინტერვიუები იყო ჰომოსექსუალობისთვის დაპატიმრებული იემენელ მამაკაცებთან. სტატიაში მონაწილე სამი ჟურნალისტი მთავრობამ გაასამართლა. [13] 

შემაჯამებელი ცხრილი რედაქტირება

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
 
  (სასჯელი: გამათრახება, ციხე და სიკვდილით დასჯა)
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
 
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
 
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
 
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
 
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
 
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
 
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
 
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
 
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
 
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
 
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ
 

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. New book details increase in antigay violence worldwide[მკვდარი ბმული]
  2. An FCO programme for promoting the human rights of LGBT people
  3. International Gay and Lesbian Human Rights Commission: Status of Sexual minorities – Yemen
  4. World Day against Death Penalty: 7 countries still put people to death for same-sex acts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-30. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  5. "Study: 25 countries block Web sites, including those with gay content - News - Advocate.com". Archived from the original on 26 October 2008. Retrieved 21 May 2016.
  6. 6.0 6.1 And then there was Yemen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
  7. "Yemen: 25-year-old man shot dead for being gay"PinkNews. Retrieved 21 May 2016.
  8. Constitution of the Republic of Yemen, 1994 (28 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 17 December 2017.
  9. 9.0 9.1 GayLawNet - Laws - Yemen. ციტირების თარიღი: 17 December 2017.
  10. No Place for Gays in Yemen - Inter Press Service. ციტირების თარიღი: 17 December 2017.
  11. Freedom House (2015). Freedom in the World 2015: The Annual Survey of Political Rights and Civil Liberties. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 755. ISBN 978-1-4422-5408-4. 
  12. Gay City News, 29 April 2010
  13. Aljazeera, 18 May 2004