ლგბტ უფლებები ბჰუტანში
ლგბტ უფლებები ბჰუტანში — სისხლის სამართლის კოდექსში (213-ე და 214-ე მუხლები) ნათქვამია, რომ ერთნაირსქესიანთა სექსუალური ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ თვიდან ერთ წლამდე. ამასთან, კანონი არ ხორციელდება და ამჟამად განიხილება პარლამენტის მიერ. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ( ლგბტ ) ადამიანები ბჰუტანში შეიძლება იურიდიული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. [1] [2]
ლგბტ ადამიანებს ბჰუტანში მცირე ძალადობა ან დევნა ემუქრებათ, [3] თუმცა ბჰუტანელთა უმეტესობამ მათი არსებობის შესახებ არ იცის არაფერი. მათი აზრით, გეი ან ტრანსგენდერი „უცნობი და გაუგონარი“ შემთხვევაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბჰუტანის გარე სამყაროსთან გახსნის გამო, ბჰუტანელმა ლგბტ ადამიანებმა დაიწყეს საჯაროდ გამოსვლა და ლგბტ საზოგადოების ხილვადობის გაზრდა. ამიტომ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება იცვლება. [4]
ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობის კანონიერება
რედაქტირებაშეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გაფრთხილებას აძლევს ლგბტ მოგზაურებს ბჰუტანში: „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კანონები, რომლებიც პირდაპირ კრძალავენ ერთნაირსქესიანთა სექსუალურ აქტივობას, არსებობს კანონები გარყვნილების ან ნებისმიერი სხვა სექსუალური ქცევის წინააღმდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება ბუნებრივ წესრიგს“. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ამგვარი ქმედებების ჩადენისთვის პირი შეიძლება დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ერთი წლით. მთავრობის ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ კანონის შესაბამისად დევნა იშვიათია, რადგან სისხლის სამართლის განზრახვა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს. ამგვარი ბრალდების შემთხვევები არ ყოფილა. [5]
დეკრიმინალიზაციის მცდელობები
რედაქტირებაბჰუტანის პარლამენტის ზოგიერთმა წევრმა საჯაროდ მოითხოვა კანონის გაუქმება. [6]
ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აღიარება
რედაქტირებაამჟამად, ბჰუტანი არ გვთავაზობს რაიმე სახის იურიდიულ აღიარებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.
სისხლის დონაცია
რედაქტირებაბჰუტანის სამედიცინო და ჯანმრთელობის საბჭოს თანახმად, ყველა, ვინც ჯანმრთელია, მინიმუმ 18 წლისა და წონით მინიმუმ 45 კგ-ა შეიძლება გასცეს სისხლი. ბოლო დრომდე, ბჰუტანში სისხლის დონაცია შეზღუდული იყო. [7]
საცხოვრებელი პირობები
რედაქტირებაჰომოსექსუალობის შესახებ არცოდნა ხშირია მასობრივ კულტურაში არსებული სტერეოტიპების გამო. [8] ბჰუტანის კულტურა არ იზიარებს ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის შესახებ ტიპურ, დასავლურ შეხედულებას. ზოგი მას აშკარად ბისექსუალ საზოგადოებად მოიხსენიებს, თუმცა ეს სადავოა. [9] ქალები უფრო მეტად გამოხატავენ სექსუალურ ორიენტაციას, ვიდრე მამაკაცები. არსებობს კულტურული და ტრადიციული ბრძოლა მათთვის, ვინც მიღებას ითხოვს. [10] 2016 წლის ინტეგრირებული ბიოლოგიური და ქცევითი მეთვალყურეობის (IBBS) კვლევის თანახმად, ბჰუტანის ტრანსგენდერი ქალების 42%-მა და გეი და ბისექსუალ მამაკაცთა 23%-მა ერთხელ მაინც სცადა თვითმკვლელობა. გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ ტრანსგენდერი ქალები და გეი და ბისექსუალი მამაკაცები ხშირად ხდებოდნენ „ექსტრემალური ფიზიკური და სექსუალური ძალადობის“ მსხვერპლი. [11]
პოლიტიკური მხარდაჭერა
რედაქტირებალგბტ აქტივისტმა, ტაში ცეთენმა თქვა, რომ ადრე, 2009 და 2010 წლებში, ბჰუტანის ოფიციალური პირები აცხადებდნენ საერთაშორისო კონფერენციებზე, რომ ქვეყანას საერთოდ არ ჰყავს ჰომოსექსუალები. [12]
2019 წლის ივნისში, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის საკითხზე საპარლამენტო დებატების დროს, ზოგიერთმა დეპუტატმა მოითხოვა ლგბტ ადამიანებისათვის გარკვეული უფლებების მინიჭების შესახებ კანონის მიღება. [13]
საზოგადოებრივი აზრი
რედაქტირებაბჰუტანის ლგბტ თემასთან დაკავშირებული ერთ–ერთი პირველი გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 60% თვლიდა, რომ ჰომოსექსუალობა არის ამორალური და 40% მიიჩნევდა, რომ უნდა მიიღონ ჰომოსექსუალიზმი და დაიცვან ჰომოსექსუალები დისკრიმინაციისა და ძალადობისგან. [8]
აივ / შიდსი
რედაქტირებაLhak-Sam (BNP +) არის აივ ინფიცირებული ადამიანების პირველი ასოციაცია ქვეყანაში. ასოციაცია შეიქმნა 2009 წლის სექტემბერში და დარეგისტრირდა როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია 2010 წლის ნოემბერში. [14]
მიუხედავად იმისა, რომ გეი და ბისექსუალი მამაკაცი 19-ჯერ უფრო დაუცველია, ხოლო ტრანსგენდერი ქალი დაახლოებით 34-47-ჯერ უფრო დაუცველია აივ ინფექციის მიმართ, 2018 წლისთვის ბჰუტანს აქვს ლგბტ საზოგადოებაში აივ ინფექციის მხოლოდ ერთი შემთხვევა. [11] [15]
შემაჯამებელი ცხრილი
რედაქტირებაერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია | (არ ხორციელდება; დეკრიმინალიზაცია მიმდინარეობს) |
სექსუალური ცხოვრების დასაშვები ასაკი | (ელოდება) |
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში | |
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა) | |
ერთნაირსქესიანთა ქორწინება | (შემოთავაზებული) [16] |
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება | (შემოთავაზებული) |
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ | |
ერთსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივი შვილება | |
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ | |
სქესის შეცვლის უფლება იურიდიული კუთხით | |
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა | |
კომერციული სუროგაციაი გეი მამაკაცი წყვილებისთვის | |
მსმ- ბს სისხლის დონაციის უფლება აქვთ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Black and White and the Colours of the Rainbow, Bhutanese Broadcasting Service
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bhutan gays celebrate after homosexuality decriminalised. Times of Malta (8 June 2019).
- ↑ Buddhist Kingdom of Bhutan Moves to Decriminalize Homosexuality - Buddhistdoor. www.buddhistdoor.net.
- ↑ Bhutan's first openly gay couple get nothing but love from the public (12 February 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2020.
- ↑ Gay in Nirvana: Bhutan's LGBT Population Emerges from the Shadows (28 October 2015).
- ↑ Bhutan- Threats to Safety and Security. United States Department of State online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 March 2008. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ Potts, Andrew. (16 September 2013) Bhutan lawmaker says law criminalizing gays may go. Gay Star News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 7 June 2019
- ↑ Who can be a blood donor?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 1 January 2015.
- ↑ 8.0 8.1 Bhutan's underground gay community seeks acceptance. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
- ↑ Bhutan - GlobalGayz.
- ↑ More equal or less equal?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2014. ციტირების თარიღი: 31 December 2014.
- ↑ 11.0 11.1 Amid Widespread Stigma and Harassment, Bhutan's LGBT Community Seeks Acceptance.
- ↑ Sunlight on Bhutan's rainbow laws (23 June 2019).
- ↑ Bhutan accepts its LGBTIQ community as NA decriminalizes Homosexuality.
- ↑ About Lhak-Sam (BNP+). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2020-11-27.
- ↑ Health workers lack skills to provide services to LGBT community, finds a study.
- ↑ Bhutan prepares to repeal its anti-gay laws. Erasing 76 Crimes (10 June 2019).