ლგბტ სტერეოტიპები
ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) სტერეოტიპები არის კონვენციური განზოგადებები, სტერეოტიპული შეხედულებები ლგბტ ადამიანების სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შესახებ. სტერეოტიპული აღქმა ადამიანმა შეიძლება შეიძინოს მშობლების, მასწავლებლების, თანატოლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენით და ზოგადად ინფორმაციის ნაკლებობით. ნეგატიური სტერეოტიპები ხშირად იწვევს ჰომოფობიას, ლესბოფობიას, ბიფობიას, ან ტრანსფობიის. ასევე არსებობს პოზიტიური სტერეოტიპებიც.
კვლევა
რედაქტირებამეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ თუ რა განაპირობებდა ნეგატიურ განწყობას ლესბოსელი თემის მიმართ. უილიამ ჯეიმსი ვარაუდობდა, რომ ქალის მიერ მისივე სქესის მიმართ ლტოლვა იყო ბუნებრივი ინსტინქტის შედეგი, რომელიც ერთხელ პრაქტიკაში განხორციელების შემდეგ იქცა ჩვევად. მალევე მან ივარაუდა, რომ „ტოლერანტობა დასწავლადია, ზიზღი კი თანდაყოლილია“. 1908 წელს, ედვარდ და იაკობ ვერსტერმარკებმა სცადეს გაეგოთ თუ რა განაპირობებდა ძალადობრივ ქმედებებს ჰომოსექსუალთა მიმართ ქრისტიანულ, ებრაულ და ზოროასტრულ რელიგიებში. ისინი ფიქრობდნენ რომ მტრული დამოკიდებულება განპირობებული იყო ჰომოსექსუალობას, კერპთაყვანისმცემლობასა და კრიმინალს შორის ისტორიული ასოციაციით. სანდორ ფერენცი (1914) თვლიდა რომ ჰეტეროსექსუალი ქალის მიერ ლესბოსელი ქალის მიმართ გამოხატული აგრესია იყო ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი, რადგან მისი ასოცირება არ მოეხდინათ ლესბოსელად. ადამიანების (ლგბტ პირთა მიმართ) სტერეოტიპების დასამსხვრევად აუცილებელია მოხდეს მათი პირდაპირი კომუნიკაცია ლგბტ თემთან, რათა შემცირდეს აღნიშნული უარყოფითი დამოკიდებულები.
ლესბოსელები
რედაქტირებალესბოსელი-ტერმინი ინგლისურიდან მომდინარეობს და აღნიშნავს ქალს, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული მიზიდულობა მისივე სქესთან, ანუ ქალთან აქვს. ლესბოსელები ყოველთვის იყვნენ საზოგადოების ნაწილი მთელ მსოფლიოში. ყველასთვის ცნობილია ბერძენი და რომაელი მამაკაცების ურთიერთობები, რასაც ვერ ვიტყვით ლესბოსელებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ დროს ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ქალებს. პირველი ინფორმაცია ლესბოსელებზე შუა საუკუნეებიდან მოგვეპოვება. თითქმის მსოფლიოს ნებისმიერს კუთხეში ლესბოსელები მთლიანად არ არიან მიღებული საზოგადიების მხრიდან, თუმცა ბოლო ხანებში ქვეყნებმა დაიწყეს ქალის ცხოვრების „განსხვავებული სტილის“ მიღება. ბევრ პოპულარულ ფილმში ნათელია ლესბოსელი ქალების მიმართ უარყოფითი განწყობები და მათი ცხოვრება აღწერილია როგორც დეპრესიული, მუქი ფერებით. როგორიცაა ფილმი „ბავშვების დრო“ (The chıldren’s hour). თუმცა, ამჟამად მედიის გარკვეული საშუალებები უფრო პოზიტიურ ჭრილში აშუქებენ და ცდილობენ არსებული სტერეოტიპების დაძლევას. ლესბოსელები ხშირად ასოცირდებიან მოკლე თმებთან, ბიჭურ ჩაცმულობასთან და სპორტის სიყვარულთან. მაყურებელი გადაცემებიდან არასწორ ინფორმაციას იღებს, რადგანაც ლესბოსურ სექსუალობას „მასკუნალურ“ რეპრეზენტაცასთან აიგივებენ . ამგვარად მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბება ხდება მარგინალური თემის წევრთა შესახებ.
გეი მამაკაცი
რედაქტირებაჰომოსექსუალი მამაკაცები ხშირად გაიგივებულნი არიან ჰეტეროსექსუალ ქალებთან, მათ ქცევებთან და ხდებიან სხვადასხვა სტერეოტიპების მსხვერპლნი. ლგბტ თემში არის მრავალი სუბკულტურა. ერთი-ერთია Bear სუბკულტურა, რომელიც როგორც ჩაცმის სტილთან ასევე ტანზე თმიანობით გამოირჩევა და ჰიპერმასკულინურები არიან. ასევეა ისეთი მამაკაცები, რომლებიც ჩაცმის სტილით და ვიზუალურად უფრო ნაზები არიან და Twink-ს უწოდებენ.
გარეგნობა და მანერები
რედაქტირებაგეი მამაკაცი ხშირად ასოცირდება მამაკაცთან, რომელსაც ქალის ხმის ტონალობა აქვს, ასევე გეი და მისი კავშირი მოდასთან განიხილება როგორც ერთი მთლიანი მოცემულობა და სტერეოტიპად არის ქცეული. ეს სტერეოტიპი განპირობებულია მოდის ინდუსტრიაში მომუშავე გეი ადამიანების ხილვადობით. ამის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც დოლჩე&გაბანამ ჰომოეროტიკული ბანერი გააკეთეს
სექსი და ურთიერთობები
რედაქტირებამეცნიერების მიერ გამოითქვა ვარაუდი, რომ ლესბოსელ წყვილებში უფრო ხშირია სტაბილური ურთიერთობა ვიდრე გეი წყვილებს შორის. 2007 წლის კვლევების მიხედვით, რომელმაც 2 დიდი ქალაქის პოპულაცია მოიცვა შედეგი შემდეგი იყო — გეი პირების უმეტესობას დაუცველი სექსი იმ სიხშირით ჰქონდათ, როგორც ჰეტეროსექსუალ ქალებსა და მამაკაცებს. სხვა სტერეოტიპი უკავშრდება ივენთებს და გართობას ბარებსა თუ სხვადასხვა ადგილებში, რადგან სტოუნვილის ჯანყამდე (1969) ლგბტ თემის წარმომადგენლები უმეტესად ბარებში საღამოობით გასართობად არ დადიოდნენ, მათი ხილვადობა დაბალი იყო რადგანაც დაცულად არ გრძნობდნენ თავს.
პედოფილია და სექსუალური ძალადობა
რედაქტირებასაზოგადოების რაღაც ნაწილი თვლის, რომ გეი ადამიანები არიან სექსუალური მოძალადეები და პედოფილები, ეს სტერეოტიპი მათზე ძალადობის ერთ-ერთი ხელშემწყოფი ფაქტორია. თუმცა როგორც კვლევები აჩვენებს პედოფილების 80-90% ჰეტეროსექსუალი, დაოჯახებული კაცები არიან, რომელთაც საკუთარი შვილები ყავთ. ასევე ჰეტეროსექსუალი ქალების მიერ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების მჩვენებელიც 5-20%-მდე აღწევს
ბისექსუალი ადამიანები
რედაქტირებაადამიანები, რომელთაც ლტლოვა აქვთ როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიმართ ანუ ორივე გენდერის მიმართ. ასევე ბისექსუალებად მოიხსენებიან ის ადამიანები, რომლებსაც მკაფიო გამოხატულება არ აქვთ რომელ სქესს ანიჭებენ უპირატესობას. მასთან ასევე სხვა ტერმინებია დაკავშირებულია, როოგრიცაა პანსექსუალობა და პოლისექსუალობა. ტერმინი ბისექსუალობა, ისევე როგორც ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა. ცნობილმა მსახიობმა ვუდი ალენმა თქვა „იყო ბისექსუალი გაძლევს იმის შანსს, რომ შაბათ საღამოს 2 პაემანი გქონდეს“. ბისექსუალებზე არსებული სტერეოტიპის მიხედვით, მათ უჭირთ სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება, რადგანაც ერთ გენდერზე მეტთან აქვთ ლტოლვა, არიან მერყევნი იმის თაობაზე, გეები არიან თუ ჰეტეროსექსუალები. ბისექსუალი ადამიანები ჰოლივუდის ფილმებში უაყოფითად წარმოჩინდებოდნენ და დღესაც ხშირია ნეგატიური რეპრეზენტაცია
ტრანსგენდერი ადამიანები
რედაქტირებატრანსგენდერი არის ქოლგა ტერმნი და იგი აერთიანებს სპეციფიკური იდენტობების ფართო სპექტრს. არსებობს სტერეოტიპები, რომ ტრანსგენდერი ადამიანები სექსმუშაკები და ქალისა და კაცის კარიკატურები არიან.
ტრანსსექსუალები
რედაქტირებატრანსსექსუალი არის პირი, რომელიც ფიზიკური აღნაგობით ხასიათდება ერთი სასქესო გამოხატულებით, მაგრამ ფსიქოლოგიურად და ემოციურად თავს მიაკუთვნებს რამდენიმე სხვადასხვა გენდერს. მათ შესახებ მრავალი სტერეოტიპია, ერთ-ერთია რომ ისინი უფრო მაღლები არიან ვიდრე ცისგენდერი ქალები და უფრო დიდი, მასკულინური ხელები აქვთ.
ტრანსვესისტი
რედაქტირებატრანსვესისტებს ხშირად აიგივებენ ჰომოსექსუალებთან. სახელწოდება მომდინარეობს ლათინური ძირიდან trans ნიშნავს „მიღმა“, vestites „ჩაცმა“.ტრანსვესისტების უმეტესობა ჰეტეროსექსუალია. მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ფეტიშის კომპონენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Brown, Michael J. "Homophobia and Acceptance of Stereotypes About Gays and Lesbians." 7.3 (2009): 159,160-167. Print.
- Herek, Gregory. "Hating Gays: An Overview of Scientific Studies." PBS. PBS. Web. 18 Oct. 2014.
- "Lesbian", Oxford English Dictionary დაარქივებული 2006-06-25 საიტზე Wayback Machine. , Second Edition, 1989. Retrieved on January 7, 2009.
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე. |