ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები

ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები, ლაშქრობასა და მგზავრობასთან დაკავშირებული ფოლკლორული მუსიკის ორი სხვადასხვა სახეობა, რომელსაც აერთიანებს მუსიკალურ-გამომსახველობით საშუალებათა მთელი რიგი მხარეები: ტემპი, მკვეთრი რიტმი, კუპლეტური ფორმა, მარტივი და ხალისიანი განწყობილება, ომახიანი შესრულება. ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში ლაშქრულ-მგზავრული სიმღერები მრავალხმიანია; მათი პოეტური ტექსტი — ნებისმიერი; თუმცა განსაკუთრებით ცნობილია რამდენიმე ლექსი: „გზა სიარულში დალია, სიპი ქვა წყალთა დენამა...“, „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დახანება ხანისა...“, „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო...“. XIX საუკუნის 70-იან წლებში ერთ-ერთ პოპულარულ „მგზავრულს“ მიუსადაგეს ილიას პატრიოტული ლექსი „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ (პოემიდან „ქართლის დედა“), რამაც უფრო შეუწყო ხელი სიმღერის ფართოდ გავრცელებას. ეს სიმღერა ზაქარია ფალიაშვილმა დამუშავებული სახით გამოიყენა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ II მოქმედებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 149, თბ., 1983