ლაშეს ვანის ღვთისმშობლის ეკლესია

ლაშეს ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ბორცვზე. უფრო ადრე მის ადგილას ციხე ყოფილა გალავნით. ისტორიულ წყაროებში ეს ციხე ფიქსირებული არ არის. ზეპირი გადმოცემით, იგი დაუნგრევიათ და იმ მასალით აბაშიძეებს XVIII საუკუნეში საგვარეულო ეკლესია აუშენებიათ.

ლაშეს ვანის ღვთისმშობლის აღდგენილი ეკლესია

იგი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. ეკლესიას ჰქონია მოხარატებული კარი. 1926 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მოხარატებული კარი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის გადაუციათ. კარი ხელოვნების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს. ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია წლების მანძილზე დანგრეული იყო და 2010 წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუაჩიძე ზ., ხარაგაულის ქრონიკები, ქუთ., 2018
  • უზნაძე ი. XI საუკუნის დეკორატიული ძეგლი ლაშედან, თბ., 1962
  • ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, თბ., 1995