ლაშარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში საყდარასგორაზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოქცეულია გადახურვა, დანგრეულია ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა

რედაქტირება