ლაურა ჰუჰტასაარი (ფინ. Laura Huhtasaari, დ. 30 მარტი, 1979, მიანტია, ფინეთი) — ფინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ფინელების პარტიის წევრი. ევროპის პარლამენტის დეპუტატი 2019 წლის 2 ივლისიდან[1]. 2015 წლის 22 აპრილიდან, 2019 წლის 1 ივლისამდე ფინეთის პარლამენტის დეპუტატი სატაკუნტის საარჩევნო ოლქიდან[1]. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კანდიდატი და დაიკავა მესამე ადგილი, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 6,9 %.

ლაურა ჰუჰტასაარი
Laura Huhtasaari
ლაურა ჰუჰტასაარი Laura Huhtasaari
ევროპის პარლამენტის დეპუტატი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 ივლისი, 2019

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 2015 – 1 ივლისი, 2019

დაბადებული30 მარტი, 1979
მიანტია, ფინეთი
განათლებაიუვიასკიულიის უნივერსიტეტი
რელიგიალუთერანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლაურა ჰუჰთასაარი დაიბადა 1979 წლის 30 მარტს ფინეთის ქალაქ მიანტიაში, პირკანმაას ოლქი[2]. 2004 წელს მან დაასრულა იუვიასკიულიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა[3]. 2012 წელს აირჩიეს ქალაქ პორის საქალაქო საბჭოში, მიიღო ამომრჩეველთა 1 064 ხმა, ხოლო 2017 წელს საქალაქო საბჭოში შევიდა უკვე 2 566 ამომრჩევლის ხმით[4][5]. 2014 წელს მონაწილეობდა ევროპის პარლამენტის არჩევნებში და მიიღო 9 132 ხმა[6], თუმცა ამ ეტაპზე ვერ მიაღწია წარმატებას. 2015 წლის 22 აპრილს ფინეთის საპარლამენტო არჩევნების დროს ლაურა ჰუჰთასაარი აირჩიეს ედუსკუნტის წევრად, მიიღო 9 259 ამომრჩევლის ხმა. პარლამენტში იგი იყო იურიდიული კომიტეტის წევრი, ასევე განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. გარდა ამისა შედიოდა ჩრდილოეთის საბჭოს ფინეთის დელეგაციაში[7].

2017 წელს ლაურა ჰუჰთასაარი ფინელების პარტიის (რომელიც წარმოიქმნა 1995 წელს, ფინეთის აგრარული პარტიის დაშლის შედეგად) ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხარს უჭერს იუსი ჰალა-აჰოს[8]. 2017 წლის 10 ივნისს ლაურას ირჩევენ ფინელების პარტიის პირველ ვიცე-პრეზიდენტად[9].

მონაწილეობდა 2018 წლის ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. 2017 წლის 4 აგვისტოს გახდა კანდიდატი ფინელთა პარტიის რიგებიდან[10]. 2018 წლის 28 იანვარს გამართლ არჩევნებშ დაიკავა მესამე ადგილი, მიიღო ამომრჩეველთა 207 337 ხმა ანუ მონაწილეთა საერთო რაოდენობის (6,9%)[11].

2019 წლის 26 მაისს გამართულ ევროპის პარლამენტის არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო 253 176 ხმა, ანუ 13,8 % და ევროპის პარლამენტის წევრი გახდა მისი ორი წარმომადგენელი, მათ შორის ლაურა ჰუჰთასაარი[12].

პოლიტიკური შეხედულებები

რედაქტირება

ლაურა ჰუჰთასაარი დარწმუნებულია, რომ მალე ევროკავშირი შეწყვეტს არსებობას და ფინეთმა უნდა დატოვოს იგი[13]. ლაურა ასევე მხარსა უჭერს იმ მოსაზრებას, რომ ფინეთმა უნდა დატოვოს ოტავის ხელშეკრულება (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენცია) და პარიზის შეთანხმება (გაეროს ჩარჩო ხელშეკრულება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით)[14][15].

გამოდის ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, თუმცა მხარს უჭერს ამ ორგანიზაციასთან ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას[16]. იგი მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას[17]. ლაურა ჰუჰთასაარი კრეაციონისტია და თვლის რომ ევოლუციის თეორია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს[18]. იგი ასევე თვლის, რომ ფინეთმა ისეთი ღონისძებები უნდა გაატაროს, რომელიც შეამცირებს ლტოლვილების შედინებას მის ქვეყანაში[19].

  1. 1.0 1.1 Laura Huhtasaari. Parliament of Finland. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  2. Muurinen, Sakari. (2017-08-08) Lisää valtaa presidentille, toivoo Laura Huhtasaari. Satakunnan Kansa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-05. ციტირების თარიღი: 2017-10-04.
  3. Huhtasaari, Laura. Esittely. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  4. Candidates elected. Ministry of Justice of Finland. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  5. Candidates elected. Ministry of Justice of Finland. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  6. Votes cast for candidates. Ministry of Justice of Finland. ციტირების თარიღი: 2017-07-03.
  7. Candidates elected. Ministry of Justice of Finland. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  8. Laakso, Antti. (2017-01-03) Kansanedustaja Huhtasaari vaihtaisi Soinin Halla-ahoon. Yle News. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  9. „New leader Halla-aho to push Finns Party in nationalistic, Eurosceptic direction“. Yle News. ციტირების თარიღი: 2017-06-12.
  10. „Perussuomalaiset aikovat asettaa kansanedustaja Laura Huhtasaaren presidenttiehdokkaaksi“. Helsingin Sanomat. ციტირების თარიღი: 2017-08-04.
  11. Саули Ниинистё переизбран на второй срок. Сайт телерадиокомпании Yleisradio Oy. Служба новостей Yle (2018-01-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-28. ციტირების თარიღი: 2018-01-28.
  12. Результаты выборов в Европарламент – прямая трансляция
  13. Tikka, Juha-Pekka. (2017-02-09) PS:n kansanedustajalta uusi idea EU-erosta: Voisiko hallitus tukea tätä?. Verkkouutiset. ციტირების თარიღი: 2017-10-04.
  14. „Presidenttiehdokas Laura Huhtasaari: Maamiinat takaisin turvaamaan rajojamme“. Suomen Uutiset. 2017-10-31. ციტირების თარიღი: 2017-10-31.
  15. „Huhtasaari irtisanoutui ensitöikseen Pariisin ilmastosopimuksesta ja siteerasi Trumpia“. Satakunnan Kansa. 2017-09-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-10-31.
  16. „Presidenttiehdokkaat tukevat Nato-suhteiden tiivistämistä – Paitsi Merja Kyllönen, joka moittii Suomen ujuttautumista sotilasliiton kainaloon ”salarakkaaksi”“. Helsingin Sanomat. 2017-11-05. ციტირების თარიღი: 2017-11-05.
  17. Laakso, Antti. (2016-11-09) Trumpin voittoa toivonut kansanedustaja: "Ennustin tätä jo vuoden alussa". Yle News. ციტირების თარიღი: 2017-10-04.
  18. Sandell, Markku. (2015-09-15) Kehitysopista kiistelty Darwinista lähtien – Laura Huhtasaari (ps.) jatkaa linjaa. Yle News. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  19. Laakso, Antti. (2015-11-11) Kansanedustaja: Turvapaikanhakijat käännytettävä keinolla millä hyvänsä. Yle News. ციტირების თარიღი: 2017-05-20.