ლაურა გრიგოლაშვილი

ქართველი ლიტერატურათმცოდნე (დ. 1936)

ლაურა გრიგოლის ასული გრიგოლაშვილი (დ. 2 აპრილი, 1936, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ჰიმნოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1957). მუშაობდა თსუ-ის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. 1970 წლიდან სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში, ასევე თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კულტურის უნივერსიტეტში.

გრიგოლაშვილის სამეცნიერო კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა ძველი ქართული ლიტერატურა, ჰიმნოგრაფია. ავტორია მონოგრაფიისა „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“ (2005); „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა“ (2018). მონაწილეობდა ძველი ქართული ლიტერატურის კომენტირებული სასკოლო ქრესტომათიის შედგენაში 92003), ე. მეტრეველთან ერთად გამოსაცემად მოამზადა წმ. ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ ძველი ქართული თარგმანები (2020). აქვს შრომები XIX-XX საუკუნეების ქართული ლიტერატურის საკითხებზეც. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2018).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება