ლაუდელინა დე კამპოს მელო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაუდელინა დე კამპოს მელო (პორტ. Laudelina de Campos Melo, დ. 12 ოქტომბერი, 1904 – გ. 12 მაისი, 1991) – აფრო-ბრაზილიელი აქტივისტი. მთელი სიცოცხლის მანძილზე შინამოსამსახურედ ყოფნისას, მელომ ადრეულ ეტაპზევე გააცნობიერა მუშა ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და არასათანადო დაფასების შესახებ. მთელი სიცოცხლის მანძილზე იგი შინამოსამსახურეების შესახებ საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკის შეცვლისთვის იბრძოდა და წარმატებას მიაღწია შინამოსამსახურეთა ორგანიზაციების შექმნის მიმართულებით, რომლებიც ლობირებდნენ მათ მუშათა კლასად აღიარებას, რომელთაც შრომის უფლებები ექნებოდათ.

ლაუდელინა დე კამპოს მელო
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1904
პოსუს-დი-კალდასი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1991
კამპინასი, სან-პაულო, ბრაზილია
ეროვნება ბრაზილიელი
საქმიანობა შინამოსამსახურე, აქტივისტი
აქტიური 1916-1988
ცნობილია როგორც შინამოსამსახურეთა კავშირების ორგანიზატორი

ადრეული წლები

რედაქტირება

ლაუდელინა დე კამმპოს მელო 1904 წლის 12 ოქტომბერს პოსუს-დი-კალდასის მუნიციპალიტეტში, მინას-ჟერაისის შტატში, ბრაზილიაში დაიბადა. დედამისი შინამოსამსახურე იყო, ხოლო მამამისი ხე-ტყის მჭრელად მუშაობდა.[1] ორივე მშობელი მონების ოჯახში დაიბადა, თუმცა რიო-ბლანკოს კანონის მიხედვით, რომელიც 1871 წელს მიიღეს, მათ დაბადებიდანვე თავისუფლება მიენიჭათ, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მონებად რჩებოდნენ.[2] მელო 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ხიდან გადმოვარდნისას დაიღუპა. მელომ სკოლა მიატოვა, რათა დედამისსს სასტუმროში სრულ განაკვეთზე ემუშავა, თავად კი ხუთ უმცროს დედმამიშვილზე ეზრუნა.[1]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება

მელო 1991 წლის 22 მაისს კამპინასში გარდაიცვალა. თავისი სახლი ‘’S indicato dos Trabalhadores DomésticoS-ს’’ შტაბ-ბინად დაუტოვა.[1] იგი ბრაზილიაში შინამსამსახურეთა პირველი კავშირის დამფუძნებლად და ქვეყანის მასშტაბით შინამოსამსახურეთა უფლებების დაცვისა და ცნობიერების ამაღლებაში ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა.

2020 წლის 12 ოქტომბერს, Google-მა ლაუდელინა დე კამპოს მელოს Google Doodle მიუძღვნა. [3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Pinto, Elisabete Aparecida (1993). Etnicidade, genero e educação: a trajetoria de vida de D. Laudelina de Campos Mello (1904–1991) [Ethnicity, gender and education: the life trajectory of D. Laudelina de Campos Mello (1904–1991)] (Master's) (Portuguese). Campinas, São Paulo, Brazil: Universidade Estadual de Campinas.
  • Zahar, Jorge. Laudelina de Campos Melo Portuguese. Dicionário Mulheres do Brasil de 1500 até a atualidade (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 9 February 2019
  • „Conheça 8 mulheres que influenciaram a luta pelos direitos femininos no Brasil“ [Meet 8 women who influenced the fight for women's rights in Brazil] (Portuguese). Brasilia, Brazil: EBC Brasil. 8 March 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2018. ციტირების თარიღი: 9 February 2019.
  • Laudelina de Campos Melo (1904–1991) Portuguese. Fundação Roberto Marinho (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 9 February 2019


  1. 1.0 1.1 1.2 Williams 2016.
  2. Pinto 1993, p. 147.
  3. Laudelina de Campos Melo's 116th Birthday (12 October 2020).