ლატინა
ლატინა — ქალაქი ცენტრალურ იტალიაში, ლაციოს რეგიონში, ლატინის პროვინციის დედაქალაქი. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 115 895 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის რეგიონის მეორე უმსხვილესი ქალაქია. შეიქმნა 1932 წელს, იმ ამოშრობილი ჭაოებების ადგილას, რომლებიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან არსებობდა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლატინა Latina | |||||
პიაცა-დელ-პოპოლოს სასახლე | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ლაციო | ||||
კოორდინატები | 41°28′00″ ჩ. გ. 12°54′00″ ა. გ. / 41.46667° ჩ. გ. 12.90000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 30 ივნისი, 1932 | ||||
ფართობი | 277 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 21 მ | ||||
მოსახლეობა | 119 895 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 432,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0773 | ||||
საფოსტო ინდექსი | 04100, 04010, 04013 | ||||
საავტომობილო კოდი | LT | ||||
ოფიციალური საიტი | comune.latina.it | ||||
ისტორია
რედაქტირებალატინა 1932 წლის 30 ივნისს ბენიტო მუსოლინიმ დააარსა; ახლადშექმნილ ქალაქს ლიტორია ეწოდა. მისი ინაუგურაცია იმავე წლის 18 დეკემბერს მოხდა. ძირითადად დასახლდა ფრიულისა და ვენეტოს რეგიონებიდან მოსული ხალხით. შენობები და მონუმენტები ძირითადად რაციონალიზმის სტილში დააპროექტეს ისეთმა არქიტექტორებმა, როგორებიც იყვნენ მარჩელო პიაჩენტინი, ანჯოლო მაცონი და დუილიო კამბელოტიმ.
1934 წელს გახდა პროვინციული დედაქალაქი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, 1946 წელს სახელი შეეცვალა და ლატინა ეწოდა. სხვა ხალხის, ძრითადად ლაციოელების მოსვლის შემდეგ, ვენეციურის მსგავსი დიალექტი სწრაფად შეცვალა რომის დიალექტმა.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქს გააჩნია ფარმაცევტული და ქიმიური წარმოება, ასევე ყველის წარმოება და მძლავრი მომსახურების სფერო. ამავე დროს, ლატინა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია.
ლატინის ატმოური ენერგიის სადგური ახლა გამორთულია და მიმდინარეობს მისი ექსპლოატაციიდან გამოსვლა.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
წმინდა მარკოზის კათედრალი
-
პანტანი ლიაცა-ლიბერტაზე
-
ბორჯო-საბოტინოს ეკლესია
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Ofteland, Hanne Storm. (2002)Littoria (pdf). Institute for Art History, University of Oslo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-07. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2010.