ლას მენინასიესპანელი მხატვრის დიეგო ველასკესის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი. ნატახი ინახება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მუსეო დელ პრადოს მუზეუმში, იგი შესრულებულია 1656 წელს.

ლას მენინასი

სიტყვა მენინა ნიშნავს „ქალაბატონი მოლოდინში“ ან „ღირსების დამსახურება“, ე.ი. გოგონა რომელიც ემსახურება სამეფო კარს. ნახატში ძალიან ბევრი დეტალია, ასევე მასზე ძალიან ბევრი წერილობითი წყარო არსებობს, ვიდრე სხვა დასავლურ ნახატებზე, ამიტომ ის საკმაოდ რთული ნახატია. მაგალითად: ადამიანები ყოველთვის არ თანხმდებიან, იმაზე თუ ვინ ვის უყურებს ნახატზე და ზოგადად რატომ დგანან ისინი იქ.

ნახატის აღწერა

რედაქტირება

ლას მენინასი გვიჩნებეს მადრიდში ესპანეთის მეფის ფილიპ IV-ის სასახლის დიდ ოთახს. ნახატზე რამდენიმე ადამიანია გამოსახული და ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი. ზოგი ერთმანეთს უყურებს და სხვები კი ნახატის მაყურებელს უყურებენ (ადამიანი, რომელიც ნახატს უყურებს).

ადამიანი, რომელიც შუა ნაწილში დგას არის ინფანტა მარგარიტა (პრინცესა, მეფის და დედოფლის ქალიშვილი). მას ჰყავს ორი თაყვანისმცემელი შინამოსამსახურე, მის ერთ მხარეს არის შაპეონი, პირადი მცველი, ორი ჯუჯა და ძაღლი. ველასკესმა საკუთარი თავიც დახატა, ის უბრალოდ დგას პრინცესასა და მისი მოსამსახურეების უკან. იგი დგას მხატვრის მოლბერტთან. მან წუთით შეჭყვიტა ხატვა და პირდაპირ მაყურებლებს შეხედა. ოთახის უკან ჩამოკიდებულია სარკე, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მეფისა და დედოფლის გამოსახულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ მეფე და დედოფალი უცქერენ თუ როგორ უყურებენ ყველანი ნახატს. მეფე და დედოფალი ალბათ ველასკესის დახატულია, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება.

ველასკესი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ცნობილი მხატვარი იყო. ის ხატავდა ესპანეთის სამეფო კარის სამეფო ადამიანების პორტრეტებს. თავად ფილიპს არ სურდა დაეხატა ველასკესს, რადგან უკვე მოხუცი იყო, მაგრამ მან ველასკეს დართო ნება მისი გამოსახვის ლას მენინასში. მეფემ ველასკესს სპეციალური ოთახი გამოუყო, სადაც მხატვარს შეეძლო თავისი შემოქმედების გამოვლენა, მეფე ხშირად იჯდა ხოლმე ველასკესის სტუდიაში და უცქერდა მის მუშაობას.

 
მეფე ფილიპ IV-ს ქალიშვილის ინფანტა მარგარიტას დეტალური ნახატი. მისი მარცხენა ლოყა დიდწილად თავიდან დაიხატა 1734 წლის ხანძრის შედეგად დაზიანების შემდეგ.

1734 წელს მცირედ დააზიანა ნახატი, ამიტომ ზოგიერთი პერსონაჟის თავიდან დახატვა გახდა საჭირო, მათ შორის აღადგინეს ინფანტას მარცხენა ლოყა. ბოლო წლებში მან თავისი ზოგიერთი ფერი დაკარგა, ნაწილობრივ ეს გამოიწვია გალერეაში ნახატის ვიზიტორების დიდმა რაოდენობამ და ამით გამოწვეულმა დაბინძურებამ. ის გაწმინდეს 1984 წელს. ზოგი ადამიანი ფიქრობდა, რომ ამან ნახატი შეცვალა და ის სხვანაირად გამოიყურებოდა.

 
ნახატზე გამოსახული პერსონაჟების დეტალური დახასიათება.

ადამიანები, რომლებიც ლას მენინაში არიან გამოსახულნი ველასკესის სამეფო სასახლის სტუდიაში იმყოფებოდნენ. ინფანტა მარგარიტა (ნახატის გასაღების პირველი პერსონაჟი) ნახატის ცენტრში მდგომი, ნახატზე ხუთი წლისაა. იგი შემდგომში დაქორწინდა რომის იმპერატორ ლეოპოლდზე. მას ჰყავს ორი ქალი მოსამსახურე (მენინასი): დონა ისაბელ დე ველასკო(2), რომელიც თავს უკრავს პრინცესას და დონა მარია აგუსტინა სარმიენტო დე სოტომეიორი(3), რომელიც დახრილია მარგარიტასთან და სთავაზობს სასმელს წითელი ჭიქიდან, ან ბუკაროს, რომელიც მას ოქროს ჭიქით უჭირავს. ინფანტას მარჯვნივ არის ორი ჯუჯა: მარიბარბოლა (4), რომელიც გერმანელი იყო და ნიკოლას პერტუსატო (5), რომელიც იტალიელი იყო. იგი ცდილობს ფეხით ძაღლის გაღვიძებას. მათ უკან დგას დონა მარსელა დე ულოა (6), პრინცესას დამრიგებელი, რომელიც შემოსილია ძაძებით და ელაპარაკება პრინცესას პირად მცველს (7). ჩვენ არ ვიცით პირადი მცველის სახელი.

უკანა მხარეს მარჯვნივ დგას დონ ჟოზე ნიეტო ველასკესი (8) — დედოფლის ხაზინადარი 1650-იან წლებში და სამეფო გობელენის სამუშაოების ხელმძღვანელი — რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მხატვრის ნათესავი. ნიეტო, პაუზას გამოხატავს, რომელიც მარხვენა მუხლით მოხრილი აქვს და სხვა ადგილას უდევს. ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რას აკეთებს ის. არაცერთ ადამიანს ამ ნახატზე არ შეუძლია მისი შემჩნევა. მხოლოდ მაყურებლებისთვისა ის ხილული (მეფე და დედოფლისთვისაც?).

თავად ველასკესი (9) დგას სცენის მარცხნივ, რომელიც უყურებს ტილოს მოლბერტის მხარდაჭერით. მის მკერდზე არის სანტიაგის ორდენის წითელი ჯვარი გამოსახული, რომელიც არ მიუღია 1659 წლამდე, ნახატის შესრულებიდან სამი წლის შემდეგ. მან მოგვიანებით დაამატა ეს წითელი ჯვარი.

უკანა კედელზე, სადაც სარკეა ჩამოკიდებული ასახულია მეფე ფილიპ IV-ისა (10) და მისი დედოფლის, მარიანას გამოსახულებები (11). ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი ველასკესმა დახატა, და ქალიშვილი, ინფანტა სწორედ მათ უყურებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brooke, Xanthe. "A masterpiece in waiting: the response to 'Las Meninas' in nineteenth century Britain", in Stratton-Pruitt, Suzanne, ed. Velázquez's 'Las Meninas'. Cambridge: Cambridge University Press, 2003. ISBN 0-521-80488-4.
  • Liess, Reinhard. Im Spiegel der Meninas. Velásquez über sich und Rubens. Goettingen: V&Runipress, 2003, ISBN 3-89971-101-7
  • Searle, John R. "Las Meninas and the paradoxes of pictorial representation". Critical Inquiry 6 (Spring 1980).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება