ლასკინის სახლი (რუს. Дом Ласкина) — სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. XIX საუკუნის მესამე მეოთხედში[1].

ლასკინის სახლი
რუს. Дом Ласкина
კოორდინატები 47°12′31″N 38°56′30″E / 47.208741° ჩ. გ. 38.94159° ა. გ. / 47.208741; 38.94159
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 39.

1833 წელს ტაგანროგში ჩადის პრაპორშჩიკი ალექსანდრე იაკოვლევის ძე ლასკინი თავის მშენებლებთან ერთად, რათ აეშენებინათ ტაგანროგის რამდენიმე ქუჩა. 1840-იან წლებში მან ააშენა ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია[2], რომლის ადგილზეც ამჟამად განთავსებულია ცენტრალური ბაზრის პავილიონი „Молоко“[3]. სახელმწიფო მრჩეველი ალექსანდრე ლასკინი დაქორწინებული იყო ადელაიდა ლასკინაზე, რომელიც 1857 წლიდან[1] (სხვა მონაცემებით 1860 წლის ბოლოდან)[2] 1880 წლამდე იყო ლასკინის სახლის მფლობელი[1]. ალექსანდრე ლასკინი გარდაიცვალა 1888 წელს[2], ხოლო 1890 წლიდან მისი სახლი მემკვიდრეობით ერგო მის შვილს კოლეჟის ასესორს გავრილ ალექსანდრეს ძე ლასკინს. გავრილი სახლს ფლობდა 1898 წლამდე[1]. იგი იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების წევრი, რომელიც მუშაობდა ყაზანის უნივერსიტეტში. მუშაობდა ბიზანტიის იმპერიის საკითხებზე[3].

1900 წლიდან სახლი გადავიდა ნიკოლოზ კუზნეცოვის მფლობელობაში[1]. 1915 წლიდან[1] (სხვა მონაცემებით 1916 წლიდან)[2] სახლი ეკუთვნოდა ფიოდორ სტეფანეს ძე გირსანოვსა და მის ოჯახს. ისინი სახლის მფლობელები იყვნენ 1925 წლამდე[1]. ფიოდორ გირსანოვი მონაწილეობდა ტაგანროგის ნავსადგურის მშენებლობაში. XXI საუკუნეში შენობა საცხოვრებლად გამოიყენება[2].

ლასკინის სახლი ორსართულიანია, რომელიც აგებულია მაღალ ცოკოლზე. სახლის კუთხეები მომრგვალებულია. ფანჯრები სწორკუთხა ფორმისა. ასევე სწორკუთხა ნიშებია ფანჯრების ქვეშ[1]. სახლის პირდაპირ მდებარეობს ალექსანდრე I-ის სასახლე[3].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Дом Ласкина
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  3. 3.0 3.1 3.2 Дом 39. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-15. ციტირების თარიღი: 2017-03-14.