ლარნაკი (სარკოფაგი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლარნაკი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლარნაკი (ბერძ. λάρναξ, ნათ. ბრ. λάρναϰος — ყუთი, ურნა, კუბო) — მცირე ზომის სარკოფაგის ტიპი ეგეოსის და ანტიკურ საბერძნეთში. ამზადებდნენ მარმარილოსგან, ვერცხლისგან,[1] ტერაკოტისგან, იშვიათად ქვისა და ხისგან ან სხვა რაიმე მასალისგან. დამახასიათებელია ეგეოსის კულტურისათვის, განსაკუთრებით, მინოსურისათვის. სიგრძეში 1 მეტრამდე იყო (ე.ი. მოხრილად ან მეორეული დაკრძალვისათვის), ფორმით ოვალური, შუა- და გვიანიონიურ პერიოდებში — აგრეთვე სწორკუთხოვანი, ბრტყელი ან ამოშვერილი (მ.შ. ორფერდა) სახურავით, ზოგჯერ ფეხებითა და გვერდითი სახელურებით. ხშირად მოხატულიც იყო, რომელიც მინოსური კერამიკის მოხატულობასთან იდგა ახლოს. ლარნაკს ასევე ხშირად უწოდებენ ვერგინაში აღმოჩენილ კოლოფებს დასაფლავებულთა ნეშტებით.[2]

ფილიპე II მაკედონელის ოქროს ლარნაკი ვერგინიდან
  1. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი / მთ. რედ. არნოლდ ჩიქობავა, ტ. 4, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955. — გვ. 1483.
  2. Ларнак // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 723.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: