ლარისა კონსტანტინეს ასული ვაშაკიძე (დ. 6 იანვარი, 1935, თბილისი, — გ. 28 აგვისტო, 2014) — ქართველი სწავლული აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2006) და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1965).

1957 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1993-2003 წლებში იყო ციტოგენეტიკის ლაბორატორიის გამგე, ხოლო 2006 წლიდან — ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ვაშაკიძის შრომებში შესწავლილია ვაზის ადგილობრივი ჯიშები, მორფოლოგიურად, ციტოგენეტიკურად და ციტოემბრიოლოგიურად გამოკვლეულია ქართული გენოტიპები, ველური და გაველურებული ფორმები. დაჯილდოებულია აკადემიკოს ნ. ი. ვავილოვის მედლით (1987) და ღირსების ორდენით (2013).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ვაზის ქართული გენოტიპების იდენტიფიკაციისა და ზოგიერთი ფიტოტექნიკური ღონისძიების ოპტიმიზაციის მეცნიერული საფუძვლები, თბ., 2006.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება