ლამარა პაპინაშვილი
ლამარა პაპინაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1929, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მეცნიერი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
ლამარა პაპინაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1929 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.
1954 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის უნივერსიტეტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის, ამიერკავკასიის, საქართველოს კლიმატისა და კლიმატურ რესურსებზე. შრომათა უმრავლესობა დანერგილია სახალხო მეურნეობაში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ავიაცია, გზათა ექსპლოატაცია). ასეთ შრომებს განეკუთვნება თოვლის საფარის რეჟიმი, საშიში მეტეოროლოგიური ელემენტების მიხედვით ტერიტორიული დარაიონება, ატმოსფერული ნალექების და თოვლის საფარის საუკუნოვანი ცვალებადობის მიხედვით კლიმატის რყევადობა, თბილსიის აეროპორტის კლიმატი, თბილისის კლიმატი, კოლხეთის დაბლობის ამოშრობის შედეგად ატმოსფერული ნალექების შესაძლო ცვლილებების დადგენა. მის მიერ შედგენილია მეტეოროლოგიურ მონაცემთა ბანკი (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, თოვლის საფარის წონა ერთეულოვან ფართზე). მონაცემთა საფუძველზე შედგენილია (თანაავტორობით) „საინჟინრო ნორმები და წესები საქართველოს ტერიტორიისათვის“. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1973 წელს „თოვლის საფარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე“.
ჯილდოები
რედაქტირება- 2000 - ღირსების ორდენი
- საქართველოს სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003, გვ.220-221
- წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ.334