ლამარა ნადირაძე (დ. 14 ივნისი, 1938, ) — ქართველი ექიმი.

ლამარა ნადირაძე
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1938 (1938-06-14) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1963–1966 წლებში იყო ცაგერის რაიონის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე; 1966–1969 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასპირანტი; ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ვირუსულ ინფექციათა იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972–1978 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიის ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–1980 წლებში ექსპერიმენტული მორფოლოგიის უნივერსიტეტის ინფექციათა იმუნოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამსრომელი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1979 წელს „თანამედროვე ტიფო–პარატიფული დაავადებების კლინიკა იმუნიტეტისა და პათოგენეზის ზოგიერთი ასპექტი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ.217

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება