ლალი დოლიძე
ლალი დოლიძე (დ. 25 სექტემბერი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში და გუნდურ შეჯიბრებაში (1979). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1976). საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. 1992 წლიდან ავარჯიშებს იტალიელ სპორტსმენებს. მისი აღზრდილია იტალიის მრავალგზის ჩემპიონი ლაურა ძაკილი. იტალიის ტანვარჯიშის ფედერაციამ აღიარა წლის საუკეთესო მწვრთნელად (1997). ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ კი წლის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა (1998). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1979).
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1979 | მსოფლიო ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | |
1979 | მსოფლიო ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 427, თბ., 2002.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლალი დოლიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლალი დოლიძე — ქართული სპორტის სტატისტიკა.