ლალი აბულაძე
ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
ლალი აბულაძე (დ. 2 ნოემბერი, 1932, თბილისი) — ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ლალი აბულაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 ნოემბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი და პედიატრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი |
სამეცნიერო სფერო | პედიატრია |
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1959–1967 წლებში მუშაობდა ბავშვთა მე-4 საავადმყოფოს გაერთიანების მე-7 პოლიკლინიკაში უბნის ექიმად. 1967–1969 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორად. 1969 წელს — ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად. 1972 წლიდან კათედრის ასისტენტია. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 10