ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში სპონიეთის/სპოტიეთის სახელით ცნობილ ადგილზე, ვაშნარის ნაქალაქარის მოპირდაპირე მხარეს. განეკუთვნება XVI-XVIII საუკუნეებს.

ეკლესია გეგმით წრიული ფორმისაა. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის მხარეს სამი თაღოვანი სარკმელია გაკეთებული, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის მხარეს — თითო. კარისა და სარკმლების საპირეებად ბაზალტის ქვებია გამოყენებული. კარის დირეზე ჩამკეტი ფოსოებია შემორჩენილი. სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16089