ლათინურამერიკული კომუნისტური კონფერენცია
ლათინურამერიკული კომუნისტური კონფერენცია — ლათინური ამერიკის ქვეყნების კომუნისტების პირველი კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1929 წლის 1-12 ივნისს ბუენოს-აირესში. მონაწილეობდნენ არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, ვენესუელის, გვატემალის, კოლუმბიის, კუბის, მექსიკის, პანამის, პარაგვაის, პერუს, სალვადორის, ურუგვაის და ეკვადორის კომპარტიები, ასევე საფრანგეთის და აშშ-ის კომპარტიების და კომინტერნის წარმომადგენლები. ჩილეს კომპარტია მონაწილეობდა კონფერენციის მომზადებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 107.