ლაზარე ზამბახიძე
ლაზარე გრიგოლის ძე ზამბახიძე (დ. 10 ივლისი, 1942, თბილისი, — გ. 6 თებერვალი, 2008, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1968 წლიდან მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტში. 1969–1984 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის ფიზიკა-მათემატიკის და ტექიკური რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. 1978–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1998–2005 წლებში თსუ-ის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია. აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები ტოპოლოგიურ სივრცეთა განზომილებისა და განზომილების აქსიომატურ თეორიაში, ასევე ტოპოლოგიურ ჯგუფთა თეორიაში. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2002) და ღირსების ორდენი (2003).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 304.