ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე ვარდოსანიძე (დ. 10 აპრილი, 1945, ვლადიკავკაზი) — ქართველი არქიტექტორ-ურბანისტი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (2012).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1969). იყო საქართველოს ურბანისტთა საზოგადოების თავმჯდომარე (1990–2007). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში” (1969–1972), მოსკოვის ქალაქთმშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით საპროექტო ინსტიტუტში (1972–1977), ძეგლთა დაცვის სისტემაში; იყო ძეგლთა აღრიცხვა-პასპორტიზაციის განყოფილების გამგე. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა ქალაქების (კერძოდ, საქართველოს ქალაქების) სოციოლოგიის, ურბანისტიკისა და თეორიის სფეროში. 1977 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოკერია ლ., კინწურაშვილი ს., ვარდოსანიძე, ვლადიმერ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 173.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება