ლაგუნის ნისლეული

გიგანტური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში.
(გადამისამართდა გვერდიდან ლაგუნას ნისლეული)

ლაგუნის ნისლეული (კატალოგში როგორც მესიე 8 ან M8, NGC 6523, RCW 146 და Gum 72) — გიგანტური ვარსკვლავთშორისი ღრუბელი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. კლასიფიცირებულია როგორც ემისიონური ნისლეული და H II რეგიონი.

ლაგუნის ნისლეული

ნისლეული 1654 წელს ჯოვანი გოდიერნამ აღმოაჩინა;[1] წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ ნისლეულს, რომელიც შეუიარაღებელი თვალით სუსტად ჩანს ჩრდილოეთ განედებიდან. ბინოკლით იგი მოჩანს როგორც განსხვავებული ოვალური ღრუბლის მსგავსი ნაკრები, კაშკაშა გულით. მის უკანა ფონზე მოჩანს ღია ვარსკვლავთგროვა NGC 6530.

მახასიათებლები

რედაქტირება

ლაგუნის ნისლეული დედამიწიდან 4000-6000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. დედამიწის ცაზე ის ივრცობა 90'X40'-ზე, რაც ზომებში 110X50 სინათლის წელს უდრის. სხვა მრავალი ნისლეულის მსგავსად, ფოტოებზე ვარდისფრად ჩნდება, თუმცა ადამიანის თვალით, ტელესკოპში ან ბინოკლში ნაცრისფერი ჩანს, რადგან ადამიანის თვალს მაღალ სუსტი მგრძნობელობა აქვს სინათლის დაბალ დონეებზე. შეიცავს გლობულებს (ბნელი, პროტოვარლსვლავური მატერიის კოლაფსირებული ღრუბლები), რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულების კატალოგიზაცია ედუარდ ემერსონ ბერნარდმა მოახდინა როგორც B88, B89 და B296. ნისლეული ასევე შეიცავს ტორნადოს მსგავს სტრუქტურას, რისი მიზეზიც O-ტიპის ვარსკვლავია, რომელიც ულტრაიისფერ შუქს ასხივებს, რას თავის მხრივ ნისლეულის ზედაპირზე გაზებს აცხელებს და აიონიზებს. ცენტრში, ლაგუნის ნისლეული ასევე შეიცავს ქვიშის საათის ნისლეულს (როგორც ჯონ ჰერშელმა უწოდა), რომელიც არ უნდა აგვერიოს ბუზის თანავარსკვლავედში მდებარე უფრო უკეთ ცნობილ გრავირებული ქვიშის საათის ნისლეულში. 2006 წელს, ქვიშის საათში დააფიქსირეს ჰერბიგ-ჰაროს პირველი ოთხი ობიექტი. ეს პირველი პირდაპირი გამოვლინება იყო აქტიური ვარსკვლავის ფორმაციისა მასში მიმდინარე აკრეციით.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://messier.seds.org/m/m008.html
  2. Arias, J. I.; Barbá, R. H.; Maíz Apellániz, J.; Morrell, N. I.; Rubio, M. (2006). „The infrared Hourglass cluster in M8“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 366 (3): 739–757. arXiv:astro-ph/0506552. Bibcode:2006MNRAS.366..739A. doi:10.1111/j.1365-2966.2005.09829.x.