ლაბრადუდლი (ინგლ. Labradoodle) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში 1980-იან წლებში.

ლაბრადუდლი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 25-35 კგ.
სიმაღლე 54-65 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

1989 წელს, ავსტრალიის ქალაქ კიუს მცხოვრებმა უოლი კონრონმა შეაჯვარა ლაბრადორ რეტრივერი და სტანდარტული პუდელი, მას სურდა მიეღო ძაღლის ბეწვზე ალერგიის მქონე ბრმების გამცილებელი ძაღლი. ლაბრადუდლი არის ახალი ჯიშის გონიერი, დაგეგმილი მიღების კლასიკური მაგალითი — სელექციონერს უნდოდა შეექმნა ახალი „ჯიში“, რომელიც საწყისი ჯიშების საუკეთესო თვისებებს შეინარჩუნებდა. ლაბრადუდლი წარმატებით ითვისებს გამყოლი ძაღლის სწავლების კურსს და გავრცელებულია ავსტრალიისა და ჰავაის შტატში. ტემპერამენტის თვალსაზრისით ეს შეჯვარება წარმატებული აღმოჩნდა. ლაბრადუდლი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სიცხეს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. აქვს ლაბრადორ რეტრივერთან შედარებით ვიწრო დრუნჩი, დახვეული ბალანი, რომლის შეფერილობა მრავალნაირია, სხეული პუდელთან შედარებით ოდნავ მძიმე აქვს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: