ლაბრადორის ნაკრძალი

ლაბრადორის ნაკრძალი (ჩინ: 拉柏多自然保护区, მალ:Kawasan Simpanan Alam Semulajadi Labrador, ასევე ადგილობრივთათვის ცნობილი როგორც ლაბრადორის პარკი (ჩინ:拉柏多公园; მალ: Taman Labrador)) — სინგაპურის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნაკრძალი. ლაბრადორის ნაკრძალი ერთადერთი ადგილია სიგაპურში სადაც ხალხს ფრიალო კლდოვანი სანაპირო ხაზის ნახვის შესაძლებლობა აქვს. 2002 წლიდან 10 ჰექტარი მეორეული ტიპის მცენარეულობა და კლდოვანი სანაპირო ბუნებრივ ნაკრძალად გამოაცხადეს. ნაკრძალის ფლორასა და ფაუნას ეროვნული პარკების საბჭო იცავს. სანაპიროზე Pilumnus vespertilio-ცაა შემჩნეული.

 
პასირ პენჯანგის ფორტის იარაღის საწყობებისა და მიწისქვეშა ბუნკერების ნაშთები

ლაბრადორის ნაკრძალში ისტორიული რელიქვიები და ბუნებრივი არტეფაქტები მდებარეობს. მათი დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომისა და უფრო ძველი პერიოდის ძეგლია, რომელთა უმრავლესობა კუნძულის ბრიტანელთა კოლონიური მმართველობის პერიოდშია აგებული. ამიტომაც ამ ადგილის ისტორია მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება. ყოფილი ნაკრძალი ამჟამინდელი პარკის ტერიტორიასთან ერთად მოიხსენიება, როგორც პასირ პენჯანგის პლაჟი (პასირ პანჯანგი მალაიური ენიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც „გრძელი სანაპირო“).

ნაკრძალის ტერიტორიაზე ძველად ბრიტანული სამხედრო ბაზა (ფორტი) მდებარეობდა. პასირ პენჯანგის ფორტი 1890-იან წლებში, ბორცვის მწვერვალზე აიგო. კლდის სიმაღლიდან გამომდინარე ბრიტანეთის მთავრობამ მისი სტრატეგიული მდებარეობა შეაფასა და სინგაპურის სამხრეთნაწილში მდებარე კეპელის ნავსადგურისა და სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს შესასვლელების დასაცავად გაამაგრა. აღნიშნული ბაზა ერთ-ერთია იმ ცხრა ფორტს შორის, სადაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბატარეები განალაგა, შესაბამისად ფორტი სინგაპურში ბრიტანელთა თავდაცვითი სისტემის შესასწავლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

კლდის ქვევით სანაპირო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 1930 წლამდე იყო ხელმისაწვდომი. სანაპირო რეკრეაციული სპორტის სახეობიიბსთვის გამოიყენებოდა. მახლობლად ადგილობრივი სოფლები და ვილები გაჯანსაღებისთვის გამოიყენებოდა.

იაპონია-ჩინეთი მეორე ომის დროს და 1930-იან წლებში იაპონიის იმპერიის საზღვაო-სამხედრო შეიარაღებისა და მოქმედებების ზრდის გამო ბრიტანეთის მთავრობამ სინგაპურის თავდაცვითი სანაპირო ხაზი გამოიკვლია, რის შემდეგაც განსაზღვრა, რომ პასირ პენჯანგის სანაპირო მტრის სამხედრო ძალებისთვის ხმელეთზე გადმოსხდომისთვის მარტივ ადგილს წარმოადგენდა. ბრიტანეთის მთავრობამ პასირ პენჯანგის ფორტი გაამაგრა.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ნაკრძალში 70-ზე მეტი სახოების ფრინველი, მათ შორის ლურჯგვირგვინიანი თუთიყუში, მოწითალო-მოყავისფრო კოდალა და ტიმალიასებრნი ბინადრობს. ნაკრძალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი სახეობის პეპელაა აღმოჩენილი. 300 მეტრის სიგრძის ლაბრადორის სანაპიროზე გაზრდილი მცენარეები, მათ შორის ზღვის ყურძნები, გორგონარიები და წითელი წყალმცენარეები ფლორის საკვებს წარმოადგენს. ზღვის გვირილა კლდოვანი სააპირო უამრავი მარჯნისა და კიბორჩხალის სამკვიდროა. სანაპირო ზღვის მცენარეულობის გავრცელების არეალია, სადაც ქვიშის წურბელები და მახვილკუდანი ბინადრობენ.

სხვა ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სხვა ღირსშესანშნაობათა შორისაა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შემორჩენილი ისტორიული რელიქვიები (როგორიცაა ექვსინჩიანი საზღვაო იარაღი, რომელიც ყოფილ სანაპიროს გზის ბანაკში აღადგინეს და ცარიელი სახით პარკში განათავსეს და ძველი იარაღის საწყობები) და ფორტის მიწისქვეშა გვირაბები (რომელთაც აგრეთვე ლაბრადორის საიდუმლო გვირაბებს უწოდებენ).ომის ისტორიული რელიქვიები და ფორტის ქვეშ გაყვანილი ძველი გვირაბები სიგაპურის წარსულის გამოხატულებაა და ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის დროსბრიტანეთის კოლონიური მმართველობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. ისტორიული რელიქვიებისა და პარკის სამხედრო ისტორიას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც საველე ტურებში, შემეცნებით მოგზაურობებსა და გასვლებში მონაწილეობენ.

ეკოლოგიური პროექტები

რედაქტირება

ზღვის მცენარეულობის მეთვალყურეობის ოპერაციები

რედაქტირება

ეროვნული პარკების საბჭო, ბიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრი და მოხალისეები რეგულარულად ატარებენ გამოკითხვებს იმ ზღვის მცენარეულობის შესახებ, რომელიც სინგაპურში, მოქცევისა და ტალღსაშიშ ადგილებში (ჩექ იავას კონცხი და სემაკაუს კუნძული) ხარობს. ლაბრადორის ზღვის მცენარეულობის მდელოც მეთვალყურეობის ქვეშაა. გამოკითხვები წყლის მცენარეულობის მსოფლიო შეფასებისადა მონიტორინგის პროგრამის, Seagrass-Watch ნაწილია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18 ქვეყნის 200-ზე მეტ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ობიექტს მოიცავს. კვლევის პროცესში უსაფრთხო მეთოდების გამოყენება ზღვის მცენარეულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. Seagrass-Watch-ის მთავარი შტაბი ზღვის მცენარეულობის ჰაბიტატების მდგომარეობის ანალიზს ახდენს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

ზღვის ღრუბლების შესახებ გამოკითხვა

რედაქტირება

ეროვნული პარკების საბჭომ, ბიომრავალფეროვნების ეროვნულმა ცენტრმა და ტროპიკული საზღვაო მეცნიერების ინსტიტუტმა წამოიწყო კოლაბორაციული პროექტი, რათა სინგაპურის ირგვლივ მოქცევის მიდამოებში ზღვის ღრუბლების გამოკვლევები ეწარმოებინა. ღრუბლები ძირითადად სინგაპურის სანაპიროზე არსებობენ და ნაკლებად არიან ცნობილი ამ მხრივ ატარებული კვლევების სიმცირის გამო.

ერთწლიანი გამოკვლევის შემდეგ სანაპიროს ღრუბლების 102 სახეობა გამოვლინდა. მეცნიერებისთვის სრულიად ახალი სახეობა Suberites diversicolor პირველად აღწერეს, ხოლო 40 სახეობის სანაპიროს ღრუბელი პირველად აღმოაჩინეს სინგაპურში.

ტრანსპორტირება

რედაქტირება

2011 წლის 8 ოქტომბრიდან ლაბრადორის პარკის მეტროსადგური (მდებარეობს პარკის შესასვლელთან ახლოს) ვიზიტორებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას სთავაზობს. 408 ნომერი SBS Transit ტიპის ავტობუსები (ხელმისაწვდომია მხოლოდ შაბათ-კვირასა და არდადეგების პერიოდში) 2016 წლის 31 ივლისამდე ფუნქციონირებდნენ, მაგრამ იმავე წლის 1 აგვისტოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამ საშუალებით მომსახურების სერვისმა ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Shirley S.L. Lim, Peter K.L. Ng, Leo W.H. Tan & Wee Yeow Chin (1994). Rhythm of the Sea: The Life and Times of Labrador Beach. Division of Biology, School of Science, Nanyang Technological University; Department of Zoology, Faculty of Science, National University of Singapore. ISBN 98-10-05387-8.
  • Peter K.L. Ng, Shirley S.L. Lim, Wang Luan-Keng, Leo W.H. Tan (2007). Private Lives: An Exposé of Singapore's Shores. The Raffles Museum of Biodiversity Research, Department of Biological Sciences, National University of Singapore. ISBN 978-981-05-8717-8.

ინტერნეტ რესურსები

რედაქტირება