ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარკუს ანტისციუს ლაბეონი (ლათ. Marcus Antistius Labeo; დ. დაახლ. ძვ. წ. 50 — გ. 18) — რომაელი იურისტი. დააარსა რომის იურისტთა სკოლა, რომელსაც ლაბეონის მოწაფის პროკულუსის სახელის მიხედვით პროკულუსიანელთა სკოლა ეწოდა. იუსტინიანეს კოდიფიკაციაში შესულია ნაწყვეტები ლაბეონის მოწაფეთა თხზულებებიდან, რომლებშიც ლაბეონის მოსაზრებებია გადმოცემული.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაბეონი“-დან